„ბელარუსისთვის, ამ ეტაპზე სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროება არ არის“ -დიმიტრი პესკოვი

ბელარუსისთვის, ამ ეტაპზე სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროება არ არის. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

-„ბელარუსის ხელისუფლებამ თავად განაცხადა, -ახლა ამგვარი დახმარების გაწევის საჭიროება არ არსებობს. რუსული სამხედრო ტექნიკა რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება. კომენტარი აქ ზედმეტია“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა..

მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ლუკაშენკომ ხმათა 80 პროცენტი მიიღო. დემონსტრაცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ლუკაშენკოს გადადგომასა და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვას, ერთ კვირაზე მეტია, ითხოვენ.

17 აგვისტოს მან განაცხადა რომ განმეორებითი არჩევნების ჩატარება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ქვეყნის კონსტიტუცია შეიცვლება:

-„ახალი კონსტიტუცია უნდა მივიღოთ, რაც ასე გსურდათ. კონსტიტუცია რეფერენდუმზე უნდა მივიღოთ, – წინა კონსტიტუცია ამ გზით მივიღეთ, თუ გსურთ, ახალი კონსტიტუციით  ჩავატაროთ საპრეზიდენტო, საკანონმდებლო და ადგილობრივი არჩევნები“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ლუკაშენკომ ხმათა 80 პროცენტი მიიღო. დემონსტრაცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ლუკაშენკოს გადადგომასა და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვას უკვე მერვე დღეა ითხოვენ.

კომენტარები