ბელარუსში კორონავირუსის შემთხვევების რაოდნეობა 60 ათასს მიუახლოვდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ბელარუსში კორონავირუსით კიდევ 458 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ  59 945-ს მიაწღია.

ამ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გარდაიცვალა კიდევ 5 ადამიანი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში სულ 362 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 40 136.

კომენტარები