ბელარუსში საერთაშორისო ძებნაში მყოფი საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ბელარუსში საერთაშორისო ძებნაში მყოფი საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ის 20 ოქტომბერს მინსკის აეროპორტში დააკავეს. მინსკიდან ბუდაპეშტში გაფრენას ცდილობდა.

საქართველოს მოქალაქე ბელარუსის მესაზღვრეებმა პოლიციას გადასცეს.

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ინფორმაციას მინსკის აეროპორტის საბაჟო სამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები