„ბელარუსში 26 ოქტომბრიდან უვადო გაფიცვა იგეგმება“ – სვეტლანა ტიხანოვსკაია

26 ოქტომბერს ქვეყანაში საყოველთაო გაფიცვა დაიწყება. ამის შესახებ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ განაცხადა. წერს Meduza.

-„მმართველმა „რეჟიმმა ბელარუსებს კვლავ აჩვენა, ერთადერთი, რაც მას შეუძლია, ძალადობაა.  საყოველთაო გაფიცვა დაიწყება. ბელარუსები ამ ნაბიჯს იმიტომ გადადგამენ, რომ მათ სიტყვა კანონია. კანონი, რომლის წართმევასაც ცდილობენ, მაგრამ ჩვენ მას აუცილებლად დავიბრუნებთ, ამაში ჩვენი მთავარი მშვიდობიანი იარაღი – სოლიდარობა დაგვეხმარება“, – წერს ტიხანოვსკაია სოციალურ ქსელში.

25 ოქტომბერს „სახალხო ულტიმატუმის“ ვადა ამოიწურა, რომელიც ტიხანოვსკაიამ ალექსანდრ ლუკაშენკოს წარუდგინა. მისგან პრეზიდენტის პოსტის დატოვებას და დემონსტრანტების მიმართ ძალადობის შეწყვეტას ითხოვდა. ლუკაშენკომ პირობები არ შეასრულა, 25 ოქტომბერს მინსკში საპროტესტო აქცია „სახალხო ულტიმატუმი“ გაიმართა.

სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სხვადასხვა სპეცსაშუალება გამოიყენეს. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულებსა და დაკავებულების შესახებ.

ბელარუსის ოპოზიცია 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს.

კომენტარები