ბელა ზალდასტანიშვილი: შაოსანი დედები გადავეღობებით და აღლუმს არასოდეს არ ჩავატარებინებთ!
ქალბატონი, რომელსაც აფხაზეთის ომში ოჯახის 4 წევრი -ტყუპი ძმები და 2 შვილი ერთსა და იმავე დღეს დაეღუპა, ლგბტ პრაიდის წინააღმდეგ შვილმკვდარი დედების აქციებს აანონსებს. ჩვენს შვილებს ამ ქვეყნისთვის თავი იმისთვის არ გაუწირავთ, რომ მათი დათხეული სისხლის ნაკვალევზე უზნეო ადამიანებმა აღლუმები გამართონ, წინ შვილმოკლული დედები დავდგებით და ლგბტ პრაიდის გამართვის საშუალებას არ მივცემთ – აცხადებს ბელა ზალდასტანიშვილი:
– ჩემი ძმები – ვასიკო და ნუკრი, შვილები – თემური და ზურიკო უშიშროებაში, საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურში მუშაობდნენ. იმ საზარელ დღეს, სოხუმის ცაზე თვითმფრინავში უშიშროების ჯგუფის წევრი 11 ვაჟკაცი იჯდა, როდესაც ხომალდს სეპარატისტების ნასროლი ჭურვი მოხვდა და თერთმეტივე ერთად დაიღუპნენ. მე იმ დღეს ოჯახი ერთიანად ამომიწყდა, მაგრამ მარტო ოჯახის წევრები არასოდეს მიგლოვია, აფხაზეთს ომში დაღუპული ყველა ქართველი ვაჟკაცის ჭირისუფალი გახლავართ და უფლისგან ჩემთვის მონიჭებულ ამ მძიმე ჯვარს მოთმინებით ვეზიდები… როცა სოხუმი დაეცა, როცა აფხაზეთი დავკარგეთ, ვფიქრობდი – საქართველოში ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს მეთქი, მაგრამ ვხედავ, ამჟამად ჩვენს სამშობლოს ისეთი მძიმე დღეები უდგას, მასთან აფხაზეთის დაკარგვაც აღარაფერია. ვკარგავთ იმას, რამაც საქართველო 21 საუკუნუმდე მოიყვანა – ზნეობას! ვიმყოფებით ისეთი მნიშვნელოვანი განსაცდელის ზღურბლზე, რამაც შესაძლოა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის სამუდამოდ დასრულება გამოიწვიოს!
– ნუთუ, ლგბტ პრაიდს შეიარაღებულ მტერზე საშიშ ძალად მიიჩნევთ?
– ჩვენ ქართველები, კავკასიელი ერი ვართ. შეიძლება, მსგავსი უზნეობა რომელიმე ქვეყანაში მისაღებიც იყოს, მაგრამ არ მგონია, საქართველოში თუნდაც ერთი, ნორმალური ოჯახი არსებობდეს, რომელიც რძლად – მამაკაცის, ხოლო სიძედ – ქალის მიღებას დასთანხმდება. არ მგონია, ეს ენით აუწერელი საშინელება თუნდაც მათთვის იყოს მისაღები, ვინც დღეს ფულის სანაცვლოდ, ლგბტ პრაიდს იცავს და ლობირებს! ამდენი უწვალია ჩვენ ერს, თვითმყოფადობა აქამდე მოუტანია, მსოფლიოსთვის შიშის ზარის დამცემი არაერთი დამპყრობელი მოუნელებია, მაგრამ ახლა აშკარა საფრთხეს არასათანადო განგაშით ხვდება. ჩემს ძმებს და შვილებს ამ კურთხეული მიწისთვის თავი იმითომ არ გაუწირავთ, რომ სამშობლო მათ მშვიდად ჩავაბარო! აი, იმ ჩემს დაღუპულ ოჯახის წევრების საფლავებს გეფიცებით, ვიდრე ძალა მოგვდგამს, ჩვენ, შაოსანი დედები გადავეღობებით და აღლუმს მათ არ ჩავატარებინებთ! დაე, ჯერ ჩვენ გადაგვიარონ, ვიდრე თავიანთი უზნეობით სამშობლოს გადაუვლიან!
– ეს კატეგორია პატრიოტების მსგავს დამოკიდებულებას “ჰომოფობიას” არქმევს და თანამედროვე მსოფლიოს ლიდერებს ჩვენი პროტესტის ჩასახშობად მოუწოდებს.
– სინამდვილეში, ყველაფერი პირიქით გახლავთ და თავად არიან უმრავლესობის მიმართ გაუნელებელი ზიზღით განწყობილები! უამრავ მაგათნაირს ვიცნობ, ვისაც აღლუმში მონაწილეობა არც უფიქრია. მათთვის ზემოდან არასოდეს დამიხედავს, მათ პრობლემაზე ყურადღება არასოდეს გამიმახვილებია, მაგრამ როდესაც ზნეობრივი ცხოვრების წესის საჯაროდ დაგმობას და აღლუმის ჩატარებას ცდილობენ, შეუძლებელია, მშვიდად დაველოდო, როგორ გარყვნიან თავიანთი უზნეო მაგალითით ახალ თაობას, საქართველოს მომავალს, რისთვისაც ჩემმა ძმებმა და შვილებმა, სხვა გმირებმა – თავი უყოყმანოდ გაწირეს! არ დაუშვებ, ჩემი ძმები და შვილები მიწაში იწვნენ და მათი სიცოცხლის და სისხლის ხარჯზე აქამდე მოყვანილ ჩვენს მამულში ეს უზნეოები ბოგინობდნენ, ზნეობის დამცველებს შუა თითებს უტიფრად და გამომწვევად გვიჩვენებდნენ! აი, ასეთი უზნეობისკენ ექაჩებიან ქვეყანას, მაგრამ არ გავატანთ! ჩემს შვილებს და შვილთაშვილებს მათ გარყვნილებას არ ვაყურებინებ. არავის მივცემთ უფლებას, ჩვენი ერის ვაჟკაცები და გმირული წარსული შეგვირცხვინოს, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში დაღუპული ვაჟკაცების გმირობა გაგვიქილიკოს! მათი მშობლები როგორი შერცხვენილები და თავმოჭრილებიც არიან, იმ მდგომარეობაში ღირსეული ვაჟკაცების მშობლებს არ ჩავაყენებინებთ. ეგეთი შვილი რომ მყოლოდა, საკუთარი ხელით ვესროდი შუბლში ტყვიას და ამ ქვეყანას მუწუკს მოვაშორებდი! ნახეთ, რა დღეში ჩაგვაგდეს? მოყვარეს ვინ ჩივის, თვალებში მტრებისთვისაც აღარ შეგვეხედება, ვისაც იარაღით ხელში ვებრძოდით!
– ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ლგბტ-ს თემა რუსეთის შემოგდებულია?
-თუ საქართველოში ლგბტ გამრავლდება, რუსეთამდე და ნებისმიერ სხვა დამპყრობელამდე ქართულ სახელმწიფოებრიობას ეგენი მოუღებენ ბოლოს! ჩემი ოჯახის წევრები რუსეთის მხრიდან ოკუპაციასთან ბრძოლაში დაიღუპნენ, მაგრამ ვაცხადებ – საქართველოს წინაშე დღეს რუსეთზე და სხვა ნებისმიერ იმპერიაზე დიდი მტერი არის ლგბტ პრაიდი და ის საზოგადოება, რომელიც მათ უზნეობას ამართლებს. გეგონება, ქვეყანაში ამაზე დიდი პრობლემა არ იყოს – ხალხს პურის ფული არ აქვს, სახელმწიფო ხელში გვადნება და თურმე მთავარი ის ყოფილა, თბილისის ცენტრში 200-მდე უზნეომ მარშით ჩაიაროს! საკუთარ სახლებში რაც უნდათ, აკეთონ, რითაც უნდა, იმით დაკავდნენ, მაგრამ ჩვენ თავი დაგვანებონ და გვაცალონ იმ ზნეობით ცხოვრება, რომლითაც ქართველ ერს ათადან და ბაბადან უცხოვრია. მაგათ კი უნდათ, ყველა თავისნაირებად აქციონ, მაგრამ, ბავშვები თუ არ დაიბადებიან, ერი თუ არ გამრავლდება – არსებობას როგორღა გააგრძელებს? არადა, ამ გამყიდველმა არასამთავრობოებმა და ჟურნალისტების ნაწილმა ლამის, მოდად დაამკვიდრეს მათი წესი, ბავშვებიც, ამ უზნეო მოდის ამყოლებად აქციეს. ეგენი არიან “სვეტები” და ჩვენ ვყოფილვართ ბნელები -ქვეყნისთვის ამაზე დიდი მტრობა რაღა გინდათ? რომელი რუსის ჩექმა გადაწონის ამათგან მოტანილ ზიანს? ვიმეორებ – ადრე მტერი იარაღით გვებრძოდა, ახლა უზნეობის გავრცელებით გვიტევს, რადგან მორალურად გატეხილი ერი ნებისმიერი დამპყრობლის წინაშე უძლურია. მთელი საზოგადოება დღეს ზნეობის დასაცავად უნდა დაირაზმოს!
