ბელორუსული „პოსტმაიდანური“ მოვლენები, ყოველგვარი „მაიდანის“ გარეშე ვითარდება

ისტორიკოსები ალექსანდრე კოლპაკიდი და ალექსანდრე გრონსკი განიხილავენ ბელარუსი მოქალაქეების მიერ დრამატული მოვლენების აღქმის თავისებურებებს მეზობელ უკარაინაში, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში აღიქმებოდა, როგორც დიდი შესაძლებლობების ქვეყანა. აშშ-ის და ევროპის მხარდაჭერის გარეშე, ადგილობრივი პროდასავლური ოპოზიცია სავარაუდოდ უკვე კარგა ხნის წინ შეწყვეტდა თავის არსებობას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს პოსტსაბჭოურ ქვეყნებში არსებული ნაციონალიზმის ურთიერთწინააღმდეგობრივ ხასიათს, რაც ასოცირდება გარე მფარველებთან და ფინანსირების წყაროებთან. ამასთან ერთდ, ზოგიერთი „პოსტმაიდანური“ სიმპტომი თანამედროვე ბელორუსიის რეალობადაც იქცა.

ალექსანდრე კოლპაკიდი (ისტორიკოსი):

დღეს გავისაუბროთ ჩვენს მესამე დაზე – ბელორუსიაზე. ვფიქრობ, რომ ყველას აინტერესებს, თუ რას ფიქრობენ ბელორუსში უკრაინაში მომხდარ მოვლენებზე. შესაძლებელია თუ არა ბელორუსშიც ველოდოთ იგივეს, რას უკრაინაში მოხდა?

ალექსანდრე გრონსკი (ისტორიკოსი):

თუ ვისაუბრებთ სიტუაციაზე 2014 წლამდე, უკრაინა აღიქმებოდა, როგორც „საკუთარი  საზღვარი“, ანუ  საზღვრის  გადაკვეთის ძალიან სწრაფი საშუალება, ყოველგვარი  ვიზის გარეშე.

კოლპაკიდი:  ხოლო, რომელი ქვეყანა ითვლებოდა უფრო მდიდრად – უკრაინა თუ რუსეთი?

გრონსკი:  უფრო მდიდარ ქვეყანად ითვლებოდა რუსეთი. უკრაინის ზოგიერთ  რეგიონში შეძლებულად ცხოვრობენ, მაგრამ, მაინც ორიენტირებულნი იყვნენ რუსეთზე. უკრაინა ბელორუსებისთვის ითვლებოდა, როგორც დიდი შესაძლებლობების ქვეყანა. რაც შეეხება „ფერად რევოლუციას“, მის მიმართ, ბელორუსული ოპოზიციის გარდა, ყველა უარყოფითად განეწყო. ვინაიდან, ეს ნაკლებად შეეხო ბელორუსულ რეალობას, ისიც მხოლოდ საინფორმაციო დონეზე, ტერმინი „მაიდანი“ მაინც შემოვიდა ყოველდღიურობაში, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ეს უკრაინაში მოხდა და ეს მხოლოდ მათია. იუშენკოს ბელორუსები არაფრით არ გაუკვირვებია  – მას თავიდანვე აღიქვამდნენ როგორც ნაციონალისტს და როგორც „ამერიკელს“, ასეთი იყო სახალხო პოლიტოლოგია.

2014 წელს სიტუაცია უფრო საინტერესო გახდა. „მაიდანს“, რომელიც 2013 წელს დაიწყო, აღიქვამდნენ როგორც მორიგ სტანდარტულ მოვლენას უკრაინაში. უკრაინა, „მაიდანების“ გარეშე,  უკვე ძნელი წარმოსადგენი გახდა, მაგრამ, როცა პირველი მსხვერპლი გამოჩნდა, ხალხმა უფრო ყურადღებით დაიწყო მოვლენებისადმი თვალ-ყურის დევნება და გახდა უფრო კრიტიკული. ეს უკვე განიხილებოდა არა როგორც გართობა, არამედ რაღაც უფრო სერიოზული და საგანგაშო.

თავდაპირველად, ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა შემრიგებლური განცხადება იმის შესახებ, რომ ყველაფერი მოლაპარაკების გზით უნდა წყდებოდეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, „მაიდანზე“ ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტროს არავინ არ უსმენდა. შემდგომი განცხადება, რომელიც გაკეთდა ადამიანთა მსხვერპლის შემდეგ, იყო იმის თაობაზე, რომ ამაში მთავარი დამნაშავეები გარე ძალები არიან, დასავლეთზე მინიშნებით. მოგვიანებით კი ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მთლიანად ბელორუსიის ხელისუფლებამ საერთოდ შეწყვიტა დასავლეთის დადანაშაულება უკრაინის  პრობლემებთან მიმართებაში.

კოლპაკიდი: საერთოდ თუ პროგნოზირებდა ბელორუსიის ხელისუფლება მსგავსი მოვლენების წარმოქმნის შესაძლებლობას?

გრონსკი:  ეჭვი მეპარება.  2019 წელს შეიქმნა ბელორუსიის სტრატეგიული გამოკვლევების ინსტიტუტი. შესაძლებელია მანამდეც არსებობდნენ უკრაინული პრობლემებით დაკავებული  სტრუქტურები, მაგრამ ამის შესახებ არაფერი არ მსმენია.

თუ დავუბრუნდებით 2014 წელს, ასეთ პრობლემას წავაწყდებით. ოპოზიციას, რა თქმა უნდა, უკრაინული სცენარის გამეორების შეეშინდა, ყირიმის და დონბასის თვალსაზრისით. ბელორუსი ჩინოვნიკების ნაწილსაც გადაედო  ოპოზიციის შეშფოთება და შეიძლება ითქვას, შეშინდნენ. ბელორუსი პოლიტიკოსების შემდგომი მოქმედებები გვიჩვენებენ, რომ ხელისუფლება დისტანცირებას აკეთებს რუსეთთან და ცდილობს ასე თუ ისე მჭიდრო კავშირები დაამყაროს უკრაინის ახალ ხელიუფლებასთან. 2014 წლის მარტში ლუკაშენკო შეხვდა უკრაინის პრეზიდენტის მ.შ. ტურჩინოვს. ამასთან ერთად, უნდა გავითვალისწინოთ, რომ 2014 წლის გაზაფხულზე სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტმა (ეს არის ოპოზიციური სტრუქტურა, რომელიც ვილნიუსში იმყოფება) ჩაატარა სოც.გამოკითხვა და ბელორუსიის მოსახლეობის ნახევარზე მეტმა განაცხადა, რომ კიევის ხელისუფლებაში ფაშისტები მოვიდნენ. ხოლო ყირიმის დაბრუნებას 60%-მა დაარქვა – „ისტორიული სამართლიანობის აღდგენა“ და ამ ფონზე  ტურჩინოვთან შეხვედრამ დიდი რაოდენობით ხალხი გაკვირვებული დატოვა.

შემდეგ წამოვიდა ტალღა გეორგიევსკის ლენტის აკრძალვის თაობაზე.

კოლპაკიდი:  რა იგულესხმება აკრძალვაში? გაიკეთე და წადი, რა მოხდა ამით?

გრონსკი: ბელორუსული ახალგაზრდების კავშირმა – კომკავშირის ანალოგია – აკრძალა გეორგიევის ლენტის გამოყენება. მას მერე რაც ეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელდა. ბელორუსილი ახალგაზრდების კავშირმა აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ რეკომენდაცია იყო, მაგრამ რეალურად ეს იყო აკრძალვა. თუმცა  ჩინოვნიკები და პოლიცია არ აჩერებდნენ იმათ, ვინც ამ ლენტებით დადიოდა. პრობლემები ოპოზიციასთან იყო. ოპოზიციამ მისცა თავის თავს უფლება ადამიანებითვის, მათ შორის  ბავშვებისთვის, ლენტები ჩამოეწყვიტა.

ერთ-ერთი ბიჭის დედამ, რომელსაც ჩამოწყვიტეს ლენტი, დაწერა სოციალურ ქსელში იმის შესახებ, რის შემდეგაც დაიწყო მისი შანტაჟირება.

კოლპაკიდი:  ამას ვინ აკეთებდა – ოპოზიცია?

გრონსკი:  როგორც ამ ქალმა დაწერა – რადიკალური ოპოზიცია. ამის გარდა მანქანებს, რუსული ნომრებით და გეორგიევსკის ლენტებით, უტეხდნენ ფანჯრებს და ბორბლებს უჭრიდნენ. მსგავსი მოვლენები 2014 წელს საკმაოდ დიდი რაოდენობით იყო. ასევე გაჩნდა მოთხოვნები, რომ მოსახლეობას ერთმანეთში მხოლოდ ბელორუსულ ენაზე ესაუბრა. საინტერესო სიტუაციაა, რადგან ამ საკითხებზე 2014-2015 წლებში საუბრობდნენ, მერე კი დაივიწყეს. ჩვეულებრივ, თითოოროლა ოპოზიციონერი იკრიბებოდა და უბრალო მოსახლეობისგან მოითხოვდნენ, რომ ბელორუსულ ენაზე ესაუბრათ. ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევა ავტობუსში მოხდა. ხალხი მათ სთხოვდა, რომ ისინი გაჩერებულიყვნენ, მაგრამ საბოლოოდ მათი ავტობუსიდან ჩამოყრის საჭიროება გახდა. მეორე მზგავსი შემთხვევა კი, სავაჭრო ცენტრში მოხდა. ორი ოპოზიციონერი ითხოვდა ხალხისგან, რომ მათ ბელორუსულ  ენაზე ესაუბრათ. ისინი სასტიკად სცემეს შეძახილებით: „აქ რუსული მიწა!“

კოლპაკიდი:  რას იტყოდით „უსაქმურების“ „მარშებზე“, რომლებიც რაღაც „მეიდანურ“ პოტენციალზე საუბრობენ?

გრონსკი: არა, ამ გამოსვლებში არ იყო არანაირი პოლიტიკური ქვეტექსტი,  მხოლოდ  სოციალურ-ეკონომიკური, უფრო მეტიც, თუ ოპოზიცია ცდილობდა თავისი ძალის უფრო პატარა ქალაქებში დემონსტრირებას, ხალხი მათ თავს არიდებდა.

კოლპაკიდი: იქნებ ბელორუსი ხალხი პასიურია ნებისმიერ პოლიტიკურ აქტივობაში?

გრონსკი:  აქ საქმე გვაქვს ნაციონალურ შტამპებთან. როდესაც 19-20 საუკუნეების მიჯნაზე ბელორუსული ნაციონალიზმი ყალიბდებოდა, გაჩნდა აზრი, რომ ბელორუსი არის – მუდამ დათრგუნული, ის ელოდება რაღაცის მოხდენას, რომ შეძლოს თავის გამოჩენა. ეს შაბლონი თვით ნაციონალისტების მიერ იყო თავს მოხვეული. ნაციონალისტების ახალმა თაობამ კი უფრო აქტიური მოქმედებები დაიწყო ისტორიული მახსოვრობის რეკონსტრუირებასთან დაკავსირებით, კერძოდ, ლიტვის უმაღლესი სამთავროს, როგორც ბელორუსიის სახელმწიფოდ წარმოსაჩენად.

… 2006 წელს ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა მითხრა: „დასავლეთი რომ არა, ჩვენ არ ვიქნებოდით“.

კოლპაკიდი: მე სულ უფრო ხშირად ვფიქრომ იმაზე, რომ ოპოზიცია ფინანსირებით სულდგმულობს. ეს ხალხი უბრალოდ მუშაობს ოპოზიციონერად, ნაციონალისტად, „მეიდანელად“. ეს სამსახურია ასეთი. არსებობენ თუ არა გულწრფელი ნაციონალური მოძრაობები, ფულის გარეშე?

გრონსკი: ნაწილი-გულწრფელია, ჩვეულებრივ ეს ახალგაზრდობაა ხოლმე, რომელსაც შეუძლია გასწიროს თავი იდეის გამო. 2006 წელს პოლიტიკოსები, რომლებმაც კარვების ქალაქს გაუწიეს ორგანიზება, დასაძინებლად ღამე სახლში მიდიოდნენ. ხოლო კარვებში სტუდენტები და მაღალკლასელები რჩებოდნენ… სწორედ ეს ჯგუფია გულწრფელი, მაგრამ მას არც ზეგავლენა და არც ძალაუფლების ბერკეტი არ გააჩნია.

… უკრაინის სიტუაციის გამეორება ბელორუსიაში შეუძლებელია, ხოლო პოსტმეიდანური სიტუაცია კი ნაწილობრივ შეინიშნება.

კომენტარები