„ბენეფიციარისთვის სოციალური ქულების მინიჭებისას კრიტერიუმები ფართოვდება – სოციალური დახმარების ქულების მინიჭების მეთოდი იცვლება“

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ „იმედის დილაში“ განაცხადა:

-„დღეის მდგომარეობით ისეთი მეთოდოლოგია მოქმედებს, რომელიც ყველაზე უკეთესად ხედავს ბავშვებს და ბავშვიან ოჯახებს, შეფასების მეთოდები, რომლებიც ახლაა გამოყენებული, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით შედგენილი კითხვარია, რომელსაც ავსებს მოწყვლადი ოჯახი, რომლის ფარგლებშია ანგარიშდება მოწყვლადობის ქულა. ეს კრიტერიუმები, რომლითაც ამ ეტაპზე ჩვენი მოსახლეობა მოწყვლადობის მიხედვით ფასდება, 2015 წელს შემუშავებული მეთოდოლოგიაა და იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკა წლიდან-წლამდე იცვლება და ახლა უნდა გავითვალისწინოთ, კოვიდის შემდგომ მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, ამიტომ გვინდა, საერთაშორისო ექსპერტების მხარდაჭერით განვაახლოთ კრიტერიუმები, უკეთ რომ დავინახოთ მოწყვლადობა“.

მისი თქმით, ბენეფიციარისთვის სოციალური ქულების მინიჭებისას კრიტერიუმები ფართოვდება. 2015 წელს მობილური ტელეფონი კეთილდღეობის მეტ-ნაკლებად მაჩვენებელი თუ იყო, დღეს უკვე აღარ არის მოწყვლადობის განმსაზღვრელი. ეს ერთი მარტივი მაგალითია.

სოციალური მომსახურების დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ განაცხადა:

-„მოსახლეობაში არსებული განცდა, სოციალური აგენტი თვითონ წერს ქულებს და ბენეფიციარს ამის მიხედვით ენიშნება ან არ ენიშნება სოციალური დახმარება, – არასწორია. ამას ის პროგრამა ითვლის, რაზეც ახლა მიმდინარეობს მუშაობა, დარწმუნებული ვარ, ეს პროგრამა დაიხვეწება. ფუფუნების საგნად ჩვენ ვერ ვიტყვით რა იქნება აღქმული, შეიძლება ტელევიზორიც ჰქონდეს, მაცივარიც, მაგრამ დახმარების მიმღები გახდეს, იმიტომ რომ ბევრი კრიტერიუმია, მათ შორის რამდენი ოჯახის წევრია, შშმ პირი არის თუ არა. ერთ საგანზე აქცენტირება არ იქნება“, – განაცხადა ლევან გოგოძემ.

კომენტარები