ბერა ივანიშვილის ვიდეომიმართვა: „მსურს, ამ რთულ დროს პოზიტიური ამბავი გაცნობოთ“

-„მსურს ამ რთულ დროს რაღაც პოზიტიური გაგიზიაროთ. აქ ნახავთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რისი მიღწევა შევძელეთ უკანასკნელ ერთ წელიწადში ამაზონის პროექტის ფარგლებში”,  -ბერა ივანიშვილი ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, – ამაზონის პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოებს აჯამებს.

გასული წლის ოქტომბერში, ბერა ივანიშვილმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა, – საკუთარი შრომით მოპოვებული დანაზოგიდან და ოჯახის დახმარებით, ამაზონის ტყეებში ხანძრებთან საბრძოლველად 1,1 მილიონ დოლარს რიცხავდა. ამავე მიმართვაში ივანიშვილი საზოგადოებას ქველმოქმედებისკენ მოუწოდებდა.

-„მოგიწოდებთ ყველას, მიიღოთ მონაწილეობა და იმოქმედოთ. ნებისმიერი კონტრიბუცია, მიუხედავად რაოდენობისა, აზრიანი და მნიშვნელოვანია. ერთად შეგვიძლია შეცვლა. გმადლობთ და ღმერთმა დაგლოცოთ,“- აცხადებდა ბერა ივანიშვილი.

შემდეგ ბრაზილიურმა გარემოსდამცველმა ორგანიზაციამ „იესეიმ“ (ISA – „სოციალურ-ეკოლოგიური ინსტიტუტი“) გაგანაცხადა, ბერა ივანიშვილი ეკოლოგიური კამპანიის „ტყის ხალხის“ (#PovosDaFloresta) ახალი ელჩი გახდა.

 

https://www.instagram.com/p/CGsQibqnR9F/

კომენტარები