„ბერებს და მონაზვნებს, რომლებიც მონაწილეობენ ამ ამბოხში, ვინც არ მოინანია, დღეიდან ეკრძალება ზიარება“-მეუფე სტეფანე

მეუფე სტეფანემ წირვის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა:

-„ეკლესიაზე თავდასხმაში ვინც მონაწილეობდა და ვინც მონაწილეობს ამბოხში, რომელიც არის ეკლესიის წინააღმდეგ, სხვადასხვა გამოხატულებით, ეს ამბოხი ჯერ კიდევ  გრძელდება, თავისი  ყველამ მოინანიოს, ერის კაცებს მივმართავ ამ ეტაპზე, სთხოვონ შენდობა თავის მოძღვარს.

ბერებს და მონაზვნებს, რომლებიც მონაწილეობენ ამ ამბოხში, ვინც არ მოინანია, დღეიდან ეკრძალება ზიარება, სანამ არ მოინანიებენ. ახლა უკვე მე უნდა ვიცოდე რომელმა ბერმა და რომელმა მონაზონმა მოინანია. კონკრეტულად მე უნდა ვიცოდე,ა მაშინ მოვუხსნი ამ ეპიტიმიას. უზიარებლობის ეპიტიმია მოეხსნება მათ ბერთაგან და მონაზონთაგან,   მათგან ზუსტად თუ მეცოდინება, რომ მოინანიეს, თუმცა მათ არ მოვთხოვ საჯარო მონანიებას, უბრალოდ შეუძლიათ მოვიდნენ და მთხოვონ შენდობა, თუ დავრწმუნდები,  მათ არანაირი მზაკვრობა გულში არ აქვთ, მივცემ საშუალებას რომ ეზიარონ”,- განაცხადა მეუფე სტეფანემ.

კომენტარები