(ბერი პაისი ათონელი) ვუძღვნი დედას – პატივისცემით -დედა, დღეს უნდა გამოგეთხოვო, წავიდე შენგან და განვმარტოვდე

ვუძღვნი დედას – პატივისცემით

(ბერი პაისი ათონელი)

***
დედა, დღეს უნდა გამოგეთხოვო, წავიდე შენგან და განვმარტოვდე,
უნდა განვშორდე ამა სოფლის ამაოებას, დავცინო ქვეყნის ყველა ცდუნებას.
ახალგაზრდობის წლებს მივანდობ უდაბნოს მარტო,
უფალს შევწირავ სუყველაფერს, რაც გამაჩნია.

როგორც ნარჩენებს, ისე დავთმობ მე მიწიერ ქონებას ჩემსას,
და პირველ მცნებას შეუდგები, შევიყვარებ უსაზღვროდ უფალს,
უკან გავყვები ჯვრით მიმავალს გოლგოთისაკენ,
მჯერა, შეგხვდები კვლავ ზეციურ უფლის ქალაქში.

მივდივარ შენი სიყვარულიდან დედა, გშორდები
და საუკუნოდ ჩვენს ერთად ყოფნას შევთხოვ მაცხოვარს,
მცირედი მინდა: შევიმოსო შავი სამოსით,
მსხვერპლად მივუძღვნა თავი ქრისტეს და მის სიყვარულს.

დედა კი ჩემი, ღვთისმშობელი იქნება მაშინ
ბოროტისაგან დამიფარავს მჯერა, უვნებლად.
დედა, ცრემლებით, უდაბნოში განვმარტოვდები
ვილოცებ შენთვის და სამყაროს გადარჩენისთვის

კომენტარები