ბერძენი იანის ლაპატასი: დედაჩემს მხოლოდ თამარის სჯერა!
მე, ეროვნებით ბერძენი, 68 წლის Γιαννης λαπατας (იანის ლაპატასი) ამაყი ვარ, რომ ოჯახში 24 წელია, მყავს ქართველი ქალბატონი თამარ მიქელაძე!
ქალბატონი, რომელსაც უზომოდ უყვარს თავისი სამშობლო – საქართველო და, უზომოდ შეიყვარა საბერძნეთი და ბერძენი ხალხი! ადამიანი რომელსაც შეუძლია უზომო სიყვარული აჩუქოს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, დიდსა თუ პატარას!

ქალბატონმა თამარმა საკუთარ მშობლებივით შეიყვარა ჩემი მოხუცი მშობლები.
თავდაუზოგავად ზრუნავდა და ზრუნავს დღესაც.
როდესაც მამა გარდამეცვალა, წრფელი ცრემლებით ტიროდა და ეფერებოდა მიცვალებულს. უღრმესი მადლობა, ქალბატონო თამარ, ამ ყველაფრისათვის!
დღეს 96 წლის დედაჩემს ნიავს არ აკარებს, შეუძლებელს აკეთებს, რომ დედაჩემს სიცოცხლე გაუხალისოს და გაუხანგრძლივოს. თამარი არის დედაჩემის ექიმი და ფსიქოლოგიც, დედაჩემს მხოლოდ თამარის სჯერა.
უღრმესი მადლობა თამარ…

მადლობა შენს ქვეყანას და შენს გამზრდელ დედას…
ჩემო თამარ, შენ ხარ ჩვენი ოჯახის სრულ უფლებიანი წევრი. ნებისმიერ დროს ჩემი სახლის კარები ღიაა შენი და შენი შვილებისათვის.
მე მინდა ვუთხრა შენს შვილებს რომ იამაყონ შენით, როგორც ვამაყობ მე.
68 წლის იანის ლაპატასი, ქალბატონი ნულას შვილი.
კომენტარები