ბერძენი მღვდელმონაზონის მამა ელპიდეს წინასწარმეტყველება – ჩიპურ სისტემას ექნება კონტროლი ადამიანის სხეულზე და მის ტვინზე… უკვე არ არის ურთიერთგაგება ოჯახებში, მსოფლიო პოლიტიკაში, და მალე ვნახავთ, რომ არც რელიგიურ იერარქებში…

ბერძენი მღვდელმონაზონის მამა ელპიდეს წინასწარმეტყველება – ჩიპურ სისტემას ექნება კონტროლი ადამიანის სხეულზე და მის ტვინზე
—————
მძიმე დროს მოგვიწია ჩვენ ცხოვრებამ, და, შეიძლება, თქვენ შორის ყველა ვერ აცნობიერებს, რომ ეს არის უკვე აპოკალიფსური დრო – ცრუ წინასწარმეტყველისა და შემდგომში ანტიქრისტესი. უკვე არ არის ურთიერთგაგება ოჯახებში, მსოფლიო პოლიტიკაში, და მალე ვნახავთ, რომ არც რელიგიურ იერარქებში.
მართლმადიდებლებს ეს შეეხება ცოტა მოგვიანებით. არავის არ სურს იცხოვროს ღვთის კანონთა მიხედვით. ღვთის კანონი მთელ მსოფლიოში არის დევნაში. ყველა სახელმწიფოში, ყველა კონტინენტზე იღებენ კანონებს, რომლებიც უარყოფენ ღმერთის მსოფლიო წესრიგის მთავარ პრინციპს.
დასავლეთში იღებენ კანონებს იმის შესახებ, რაზეც ადრე რცხვენოდათ ლაპარაკის, არამც თუ გაკეთების. დღეს იღებენ კანონებს ანომალურს – ერთნაირსქესიანთა ქორწინების. სოდომური ოჯახების!!! ახლა უკვე აღმოჩნდა რომ, ოჯახი – ეს არის თურმე წყვილი ერთსქესიანებისაც, და მალე მივლენ ალბათ ცხოველებთან შეერთების ლეგალიზაციამდე.
და არც რომის პაპი და არავინ კათოლიკური სამყაროს იერარქიიდან არ იტყვიან საწინააღმდეგო სიტყვას საჯაროდ. ყველა აღიქვამს ასეთ ინოვაციებს, როგორც რაღაც ჩვეულებრივს და გონივრულს.
აღშფოთებული ხართ ასეთი კანონების მიღებით? წარმოიდგინეთ, როგორ ჭრილობას აყენებენ ისინი უფალს, რომელიც მოვიდა განკაცდა დედამიწაზე. სწორედ ამიტომ სრულად დაუშვებს უფალი რომ მისი მკლავების მაგივრად კაცობრიობა აღმოჩნდეს ეშმაკის მკლავებში.
ლუციფერის მიზანია ერთი რელიგიის შექმნა, რომელიც, სურვილისამებრ და მის გარეშე, მოიცავს ყველა დოგმასა და აღმსარებლობას. ამ გეგმის საბოლოო პერიოდი იქნება ანტიქრისტეს მიერ ამ ცალკეული რელიგიისა და მართლმადიდებლობის გაუქმება. ის ყველა რელიგიის გაუქმებას მოითხოვს, სავარაუდოდ, დაპირისპირებისა და სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად. და ყველა პოლიტიკოსი, ვინც იდგება მსოფლიოს სახელმწიფოთა სათავეში, ანტიქრისტეს თანაშემწეები იქნებიან.
ვითომდაც სიყვარულის სახელით ამ სიახლის შედეგი ის იქნება, რომ, ვინც ილაპარაკებს და წინააღმდეგი იქნება ასეთი მსოფლიო წესრიგისა, განადგურებას დაექვემდებარება სასამართლოს და გამოძიების გარეშე.
ყველა ეს იდეა და მსოფლიო წესრიგი დაფიქსირდება საეკლესიო წესდებით. ანტიქრისტეს მოსვლამდე მისი წინამორბედები დაიწყებენ ტაძრების შეცვლას და მასში ლოცვებისას. აღარ იქნება განსხვავება სინაგოგას, მეჩეთსა და კათოლიკურ ტაძრებს შორის, და ამაში ეცდებიან რომ ჩაითრიონ რაც შეიძლება მეტი მართლმადიდებელური ტაძარი. ყველას შეეძლება ნებისმიერ ტაძარში ილოცოს საერთო ღმერთის წინაშე!
ბუნება მკვეთრად დაიწყებს ცვლილებას, მოახდენს რა რეაგირებას ასეთ უკანონობაზე, და აღშფოთდება არა მხოლოდ ცა, არამედ მიწაც.
ზეციური მოვლენები, დამამტკიცებელი ღვთებრივი სამყაროსი დაიწყება ცაში, აბსოლუტურად გასაოცარი და წარმოუდგენელი იქნება გამომძიებელი გონების მქონე ადამიანებისთვის.
ეს მოვლენები იქნება იმდენად არაჩვეულებრივი, რომ უბრალო ადამიანიც კი მიწაზე მიხვდება, რომ რაღაც ამ ქვეყნად ისე აღარ არის და რომ ცხოვრება მკვეთრად იცვლება.
ანომალიები დაიწყება დედამიწის ფიზიკურ ბრუნვაში. ამ ანომალიების შედეგი პირველ რიგში მიწისძვრები იქნება, მათ შორის იქაც კი, სადაც როგორც სჩანს ისინი არასდროს არ უნდა ყოფილიყვნენ. მოხდება კატასტროფული წყალდიდობები, წვიმას და სეტყვას ექნება ჩვეულებრივზე ათჯერ მეტი ძალა.
წვიმები იქნება რამოდენიმე დღის განმავლობაში უწყვეტი, ხოლო სეტყვა ქათმის კვერცხის ხელა გაარღვევს არა მხოლოდ ავტომობილის მინას, არამედ რკინასაც. მეწყერები წარმოიქმნება მთელ ქალაქებსა და ქუჩებში.
ომი იქნება და ეს ომი პირველ რიგში მზაკვარია იმით რომ, რომ ჩვენ თითქოს ვიცხოვრებთ მშვიდობიანად, სისხლისღვრისა და დევნის გარეშე. მაგრამ ეს არის სწორედ ასეთი ომის ხრიკი. იგი დროებით უსაფრთხოების გრძნობას გიქმნის.
და მთავარი ბრძოლა სულიერ სამყაროშია. ყველა ეს გეგმა მათია, ვინც მართავს მსოფლიოს. და ნუ იფიქრებთ, რომ ისინი მრავალნი არიან. ერთი მუჭა არიან, ხელის თითებზე ჩამოსათვლელი.
ამ ერთ მუჭა სატანისტებს მიჰყავთ საქმე მთელ მსოფლიოში. მართავენ დასავლეთს და აღმოსავლეთს, და ისინი უძლიერესნი არიან. ისინი გვერდს უვლიან ღმერთის ყველა კანონს, ცვლიან პროდუქტებს და გვშხამავენ შიგნიდან თუ გარედან.
მე ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი ცხოვრობს ევროპასა და ამერიკაში. ასე რომ, ახლა კიდევ ერთხელ მივმართავ მათ: აცნობეთ ყველა თქვენს მეგობარს, შექმენით ლოცვების ჯაჭვი – ეს ჯაჭვი დაგეხმარებათ გაუძლოთ ყველა შემდგომ მოვლენას.
ამერიკა ძალიან მალე დაექვემდებარება განსაცდელს. და რასაც იგი მრავალი წელი ძალით ახვევდა თავს სხვა ქვეყნებს დაუბრუნდება უკან ბუმერანგივით.
ევროპა კი დამდგარი მოტყუების გზას, ჩამოაყალიბა რა ეშმაკის აშკარა ხელმძღვანელობით ევროკავშირი – სრულიად არალეგალური და არაკონსტიტუციური გაერთიანება, თავად დაიწერა მომავალი საკუთარი თავისთვის.
დღემდე, ყველაფერი, რაც მართლმადიდებლებმა გაიგეს და შეისწავლეს ჩიპზე, არ აჩვენებს ამ ძლიერი იარაღის სრულ სურათს.
ნანოჩიპის სისტემას ექნება კონტროლი ადამიანის სხეულზე და მის ტვინზე. ეს იქნება იდეალური მაკონტროლებელი არა მხოლოდ ადამიანის სხეულის ორგანოების სასიცოცხლო ფუნქციებისა, არამედ ყველა გრძნობის და აზრის შესახებ.
უფრო მარტივი კონფიგურაციები დაინერგა ნანოჩიპებამდე. ისინი უკვე შეჰყავთ ადამიანის სხეულში (ამის შესახებ ვიცით). მაგრამ ისინი ძალიან სწრაფად იხვეწებიან, ამ ტექნოლოგიამ მიაღწია მაღალ დონეს. ადამიანი ვერ მოახდენს ზემოხსენებულ ბოლო ნანოჩპის სხეულიდან ამოღებას, რადგან თუ ამოიღებს, მაშინ ჩვეული სასიცოცხლო ფუნქცია და საქმიანობა შეუფერხდება.
სატელიტური ანტენები თვითეულ სახლში ჩვენთვის უკვე ჩვეულებრივი სურათია, ეს ანტენები იღებენ სატელიტურ სიგნალს. და გადასცემენ ჩვენს ტელევიზორებს ჩვენთვის სასურველი პროგრამებისთვის.
რა არის საჭირო, რომ ჩვენთვის საყვარელი სატელევიზიო გადაცემა ვნახოთ? სატელიტური ანტენა და ციფრული ტერმინალი ინტეგრირებული „Viaccess“ კოდირებით ან თავად მოდულის მოწყობილობით.
ასევეა, სატელიტური „ფირფიტა“ დამონტაჟდება ადამიანში. ყველა ეს “ნანოფირფიტა” მოხვდება ჩვენს სხეულში საკვებიდან, სასმელიდან და ჰაერიდან. ისინი ადამიანის თვალისთვის უხილავია, მაგრამ ისინი გახდებიან სიგნალების სატრანსპორტო საშუალებად.
ესენი იქნებიან ჯაშუშები ჩვენს სხეულში, რომელთა შესახებაც წარმოდგენაც არ გვექნება.. ამასთან, ისინი ადამიანის ტვინს და სხეულს თავისთავად ვერაფერს ვერ უზამენ, სანამ არ დაუკავშირდებიან კოდირების ტერმინალს – ადამიანის სხეულში ნანოჩიპს, შესაძლოა ჩასმულს ლაზერის გამოყენებით.
ანტიქრისტეს წინამორბედის – ცრუ წინასწარმეტყველის დროს – კეთილი საბაბით, გამოიცდება შემოწმდება ხილული ჩიპები, რომლებიც ნემსით იქნება ჩანერგილი. თავდაპირველად ისინი შეეცდებიან ფარულად შემოიტანონ ეს ჩიპი – ვაქცინაციებისა და ინექციების ჩამოსხმის ქვეშ, ისე, რომ არავის ესმოდეს და არ იცოდეს ამ ტექნოლოგიის შესახებ.
როგორც კი მოახლოვდება ანტიქრისტეს გამეფება, მათი მოქმედებები უფრო ღია იქნება. ჩიპის სრულყოფილი სახე უკვე საბოლოო იქნება. და ეს იქნება კაცობრიობის სიკვდილი.
რატომ? იმის გამო, რომ ტექნოლოგია ისეთ დონეზე იქნება, რომ ამ ჩიპის მოხსნაზე ფიქრიც კი ცნობილი გახდება კონტროლიორებისთვის.
და მაშინ დადგება დრო, როგორიც იყო უფლის აღდგომის შემდეგ პირველ საუკუნეებში. და იმ დროს, უფალი მისცემს ძალას აღმსარებლობისა და მოწამეობის მისაღწევად მათ, ვინც იგი ცხოვრებაში ყველაზე მეტად შეიყვარა.
განსაკუთრებული მადლი იქნება მათთვის, ვინც არ მიიღებს ბეჭედს, არ სცემს თაყვანს ანტიქრისტეს. ზოგადად, ასეთი ხალხისთვის არაფერი იქნება საშიში – ერთი საათით ადრე ისინი უფალთან მოხვდებიან. აუცილებელია მხოლოდ ერთი რამ: ენდოთ ღმერთს ყველაფერში … (ნაწყვეტები მამა ელპიდიას ქადაგებებიდან. თარგმანი გაგრძელდება)
——————–
რუსულიდან თარგმანი მოამზადა ვებ-საით „დიდგორი“ – ის რედაქციამ
კომენტარები