ბესო ზანგურის დადგმული სპექტაკლი “ემიგრანტები” – ცხარე ცრემლით აგატირებთ:

მსახიობი და რეჟისორი ბესო ზანგური ახალ პიესას დგამს. პრემიერა 5 დეკემბერს გაიმართება. 

პიესას ჰქვია “ემიგრანტები”

ავტორი – ფსიქოლოგი დიანა ელოშვილი

რეჟისორი – ბესო ზანგური.

მსახიობები: ბესო ზანგური, ზუკა ლატარია, ელგა ერმაშვილი, ნია ფარქოსაძე, თამარ შენგელია, დათო ხიტირი, დიანა ელოშვილი.

დამაინტრიგებელია პიესის შინაარსი –

– ქართველი ქალი გასაჭირის გამო ტოვებს ოჯახს, ქმარს და შვილებს. ემიგრაციაში სამუშაოდ მიდის იტალიაში, რის შემდეგაც ყველაფერი თავდაყირა დგება:

ქმარი საყვარელს გაიჩენს, ვაჟიშვილი ნარკომანი ხდება, ქალიშვილი კი, რომელიც სულ პატარაა, მამის სიკვდილს გადაყვება.

როდესაც ემიგრანტი შინ ბრუნდება, ხვდება მხოლოდ ბიჭი, რომელმაც ყველაფერი წააგო და ქალი ფსიქიატრიულში ამთავრებს სიცოცხლეს.

პიესაში განსაკუთრებული ადგილი აქვს ანგელოზს, რომელსაც თამარ შენგელია თამაშობს.

მოვლენები ანგელოზის თვალწინ ხდება რომელიც ამ ყველაფერს ფინალში “ციურ ხუმრობას” არქმევს…

 

პრემიერა შედგება 5 დეკემბერს თუმანიშვილის თეატრში, 19 საათზე.

ბილეთების შეძენას 20 ნოემბრიდან შეძლებთ Ticket.ge – ზე. 

აქედანვე განეწყვეთ ემოციური საღამოსთვის! 

კომენტარები