ბექა ლილუაშვილი: „საბანკო სექტორი მზადაა საჭიროების შემთხვევაში ტურისტულ ინდუსტრიასთან სესხების გადავადებაზე იმუშაოს“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრაში მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მონაწილეობდნენ.

შეხვედრის ფორმატში განიხილეს ახალი კორონავირუსის ეკონომიკური გავლენები, განსაკუთრებით ისეთ მოწყვლად სექტორებზე ამ ვირუსის მიმართ, როგორიც არის მაგალითად ტურისტული ინდუსტრია.

„საჭიროების შემთხვევაში, საბანკო სექტორი მზად არის, რომ იმუშაოს ტურისტულ ინდუსტრიასთან, რათა მოხდეს სესხების გადავადება თუ საჭიროება იქნება და ტურისტული სექტორის წარმომადგენლების მიმდინარე გადახდებში გარკვეული პრობლემები, გამომდინარე კორონავირუსის ეფექტებიდან იქნება დაფიქსირებული, საბანკო სექტორი მზად არის, რომ ემუშაოს ტურისტულ ინდუსტრიას, რათა სესხების გადავადება მოხდეს, იქნება ეს რესტრუქტურიზაციის, თუ სხვა ფორმები.

შეხვედრაზე განიხილეს ახალი კორონავირუსის ეკონომიკური გავლენები, განსაკუთრებით ისეთ მოწყვლად სექტორებზე ამ ვირუსის მიმართ, როგორიც მაგალითად ტურისტული ინდუსტრიაა. პირველ რიგში, აქცენტები გაკეთდა საბანკო სექტორისა და სახელმწიფოს კონკრეტულ ნაბიჯებზე იმისთვის, რომ მაქსიმალურად შერბილდეს ის ნეგატიური ეკონომიკური გავლენები, რაც პოტენციურად ვირუსის გავრცელებას შეიძლება მოჰყვეს. რა თქმა უნდა, როგორც საბანკო სექტორის, ასევე სახელმწიფოს პოზიცია იყო, რომ კონკრეტულად ტურისტულ ინდუსტრიაზე, ამ პროცესს ექნება, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი ზეგავლენა იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის გავრცელების არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა და ასევე, მომდევნო თვეების განმავლობაში არ მოხდა მნიშვნელოვანი კლების ტენდენცია ამ არეალის გაფართოების თვალსაზრისით.

ტურიზმის სექტორზე გავლენების გარდა აღინიშნა პირდაპირი ეფექტები საფინანსო-საბანკო სექტორზე. ხაზი გაესვა იმასაც, რომ საბანკო სექტორი დღეს არის ბევრად უფრო ჯანსაღი და მზად იმისთვის, რომ შესაბამისი საგარეო შოკები ძალიან დაბალანსებულად მიიღოს და არ მოახდინოს მნიშვნელოვანი ზეგავლენა თავად საბანკო სექტორზე, განსხვავებით მაგალითად 2014-2015 წლების საგარეო კრიზისისა, რადგანაც დღეს საბანკო სექტორში არსებობს ბევრად უფრო მეტი ე.წ. ბუფერი, მსგავსი ტიპის საგარეო ეფექტების ნეგატიური გავლენის მინიმიზებისთვის.

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დავალებით იქმნება ძალიან სწრაფი, მოქნილი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც მუდმივ რეჟიმში იმუშავებს ამ ეფექტების ზეგავლენის დათვლაზე და სახელმწიფოს, საბანკო სექტორისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ერთობლივი ნაბიჯების შემუშავებაზე, რომელსაც განახორციელებს საქართველოს მთავრობა ყველა მხარესთან ერთად იმისთვის, რომ მაქსიმალურად შერბილდეს უარყოფითი ეფექტები ეკონომიკაზე.

ეს ჯგუფი, რამდენიმე დღეში, საჯაროდ გააჟღერებს უკვე კონკრეტულად ამ ნაბიჯებს, როგორც ფისკალური, ასევე მონეტარული პოლიტიკის თვალსაზრისით. მთავარი მიზანი და ამოცანა, რაც დღეს ერთხმად გამოითქვა ამ შეხვედრაზე არის ის, რომ მოწყვლად სექტორებში დარჩეს რაც შეიძლება მეტი ლიკვიდობა – ფულადი რესურსი იმისთვის, რომ მიმდინარე ხარჯები და პროექტები, რომლებიც უნდა განხორციელდეს ამ სექტორში, აუცილებლად განხორციელდეს და ხელი არ შეეშალოს. ამიტომ, ამ მიზნის მისაღწევად, როგორც სახელმწიფო, წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტროსა და ეროვნული ბანკის სახით, ასევე კომერციული სექტორი, ამ შემთხვევაში საბანკო სექტორის სახით წარმოდგენილი, მზად არის, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა.

საქართველოს მთავრობა, ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები კორონავირუსის გავრცელებით ტურიზმის სექტორზე გამოწვეული ნეგატიური გავლენების შემცირებისთვის კოორდინირებულ ნაბიჯებს გადადგამენ.

აქცენტები გაკეთდა საბანკო სექტორისა და სახელმწიფოს კონკრეტულ ნაბიჯებზე იმისთვის, რომ მაქსიმალურად შერბილდეს ის ნეგატიური ეკონომიკური გავლენები, რაც შეიძლება პოტენციურად მოჰყვეს ვირუსის გავრცელებას.

ჩამოყალიბდება ქმედითი სამუშაო მექანიზმი, მთავრობის ეკონომიკური გუნდის, ეროვნული ბანკისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელიც უახლოეს დღეებში წარადგენს კონკრეტული ნაბიჯების გეგმას ტურისტული სექტორის დასახმარებლად.

საქართველოს მთავრობა საბანკო სექტორს ამ პროცესში ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ მიიჩნევს და ეფექტიანი თანამშრომლობისთვის მზად არის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საბანკო სექტორმა დააფიქსირა მზადყოფნა, იმ შემთხვევაში, თუ ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს, კორონავირუსის გავრცელების გამო, მიმდინარე გადახდებში გარკვეული პრობლემები შეექმნებათ, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ტურისტულ ინდუსტრიას სხვადასხვა ფორმით.

ტურიზმის სექტორზე გავლენის გარდა, აღინიშნა კორონავირუსის გავრცელების შესაძლო პირდაპირი გავლენა საფინანსო-საბანკო სექტორზე, თუმცა ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საბანკო სექტორი დღეს გაცილებით მზადაა, მსგავსი ტიპის საგარეო ეფექტების ნეგატიური გავლენის მინიმიზებისთვის.

კომენტარები