ბექა ლილუაშვილი: „სავალუტო ფონდის შეფასება, პანდემიური და ეკონომიკური კრიზისის დროს მოქალაქეების ეფექტიან მხარდაჭერასთან და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებით – არის გიორგი გახარიასა და მისი ეკონომიკური გუნდის“

გახარიას საპარლამენტო გუნდის წევრი ბექა ლილუაშვილი სავალუტო ფონდის შეფასებას ეხმაურება:
-„გატარებულმა ზომებმა ხელი შეუწყო პანდემიით გამოწვეული ადამიანური დანაკარგის შემცირებასა და სწორად იყო მიმართული ყველაზე მოწყვლადი კატეგორიის დაცვისკენ.2021 წლის ბიუჯეტი მართებულად აწვდის დამატებით მიზნობრივ დახმარებას მოწყვლად ოჯახებსა და ბიზნესებს პანდემიის შედეგებთან გასამკლავებლად.“
– ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება, რომელიც დღეს გაკეთდა.
სხვადასხვა შეფასებების მიღმა არის სიმართლე, რომელსაც ყველამ თვალი უნდა გაუსწოროს!
პანდემიის დასაწყისში, სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის მყისიერი გაგრძელება, ასევე ფონდის შეფასება, როგორც პანდემიური, ისე ეკონომიკური კრიზისის დროს მოქალაქეების ეფექტიან მხარდაჭერასთან (ქვეყნის ხელთ არსებული რესურსების ფარგლებში) და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებით – არის მთლიანად გახარიასა და მისი ეკონომიკური გუნდის დამსახურება.
ეს ღონისძიებები გახარიას მიერ წარდგენილი 2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით დღემდე გრძელდება.” – წერს ბექა ლილუაშვილი.
კომენტარები