ბექა ღვინიაშვილმა გრან პრის ოქროს მედალი მოიპოვა

ბექა ღვინიაშვილმა ზაგრების გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა.

სპორტსმენმა ფინალში ახალგაზრდა იაპონელი სანშირო მურაო შესანიშნავი ურა-ნაგეთი დაამარცხა. მან მეექვსედ მოიპოვა გრან პრის ოქრო.

ღვინიაშვილი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც ლაცკოვიჩი დაამარცხა, შემდეგ  საბიროვს სძლია. მეოთხედფინალში იაპონელი ნაგასავას ტრავმის გამო არ გამოცხადდა. გამარჯვება ბექას ჩაეთვალა. შემდეგ იგი უნგრელ ტოსსაც გაუმკლავდა და ფინალში 18 წლის მურაოს შეხვდა.

ამავე ტურნირზე ფინალშია და ოქროსთვის იჭიდავებს გელა ზაალიშვილიც (+100 კგ.).

კომენტარები