„ბეწვის ხიდზე გვიწევს გავლა – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამაზე ზემოქმედება მოვახდინოთ“ – ბიძინა კულუმბეგოვი

-„საზოგადოების ყველა ნაწილი კმაყოფილი ბუნებრივია ვერ იქნება, მაგრამ, მაქსიმალურად უნდა მოვიცვათ ახლა ჩვენ ადამიანები, მაქსიმალურად გავიაზროთ ის, რომ ბეწვის ხიდზე გვიწევს გავლა, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რაც მოვისმინეთ, ბუნებრივია, დღეს და მერე გაცხადდება ეს ოფიციალური უფლებამოსილი ორგანოების მიერ, – პრაქტიკულად მინიმალური იქნება ზეგავლენა ჩვენს ყოველდღიურ ეკონომიკურ აქტივობაზე, ეს იქნება ის აუცილებელი, რაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას მოგვცემს, ჯანდაცვის სისტემას ამოსუნთქვის შესაძლებლობას მისცემს, დაავადებულ ექიმებს გამოჯანმრთელების საშუალებას მისცემს.

ეს არის იმდენად ეგზისტენციალური, სასიცოცხლო, უბრალოდ ამის იქეთ არაფერი არ არსებობს, ამიტომ ყველა გაგებით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს.

გვესმის, ძალიან რთული სიტუაციაა. ეპიდემიის ტრაექტორია დრამატულად აღმავალია, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამაზე ზემოქმედება მოვახდინოთ“, – განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა.

საქართველოში კორონავირუსის 3 801 ახალი შემთხვევა დადასტურდა.  3 200 გამოჯანმრთელდა.

კომენტარები