ბიარიცი დიდი შვიდეულის სამიტს მასპინძლობს

საფრანგეთის ქალაქი ბიარიცი დიდი შვიდეულის სამიტს მასპინძლობს. საერთაშორისო ფორუმი 24 აგვისტოს დაიწყო და 26 აგვისტომდე გაგრძელდება.

მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოების ლიდერები აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებულ სავაჭრო ომს, ირანის ბირთვულ შეთანხმებას და ჰონგ-კონგში არსებულ ვითარებას განიხილავენ. ამასთან, რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ სამიტის დღის წესრიგის მთავარი თემა ამაზონის ტროპიკულ ტყეებში მძვინვარე ხანძარი უნდა იყოს, რომელიც „საერთაშორისო კრიზისია“.

ამ ინფორმაციას  „ევრონიუსი“ ავრცელებს.

„დიდი შვიდეულის“ სამიტი, რომელსაც ბიარიცი მასპინძლობს, „ერთიანობისა და სოლიდარობის რთული ტესტი იქნება.

„დიდი რვიანის“ წევრებს შორის სავაჭრო ომი მათ შორის ნდობის დაკარგვას შეუწყობს ხელს.

ევროკავშირი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დათანხმდეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეთავაზებას, ჯგუფში რუსეთის დაბრუნების შესახებ.

ევროკავშირი მუდამ მზად იყო „ბრექსითისა“ და „შეთანხმების გარეშე გასვლის სცენარის თავიდან აცილების მიზნით თანამშრომლობისთვის“, თუმცა დასძინა, რომ ერთადერთი რამ, რაზეც ბლოკმა არ უნდა ითანამშრომლოს, შეთანხმების გარეშე გასვლაა.

ბორის ჯონსონს არ ენდომება ისტორიაში „მისტერ შეთანხმების გარეშეს“ სახელით შევიდეს“, – – განაცხადა ვროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკინ.

 

კომენტარები