ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელმაც ქართულ მხარეს კარტოგრაფიული რუკების დედნები მიაწოდა, თბილისში პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელმაც დავით გარეჯის საქმეზე კარტოგრაფიული რუკების დედნები ქართულ მხარეს მიაწოდა, თბილისში სავარაუდოდ ორშაბათს, 12 ოქტომბერს დაბრუნდება.

როგორც დავით ხიდაშელმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ის მედიის შეკითხვებს უპასუხებს.

მისი თქმით აპირებს, რომ პრესკონფერენცია გამართოს. ამასთან, დავით ხიდაშელმა ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ რუკების დედნების მოპოვება რუსეთში საგარეო დაზვერვის დახმარებით მოახერხა და ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადასცა, მცირე კომენტარი გააკეთა.

„მალე ვიქნები. ჰაერის მითებს გავაქარწყლებ, მათ შორის რუსეთზეც“, – განაცხადა დავით ხიდაშელმა.

როგორც ცნობილია, რუკების დედნები, რომლის საფუძველზეც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ქართულ მხარეს ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა გადასცა.

 

წყარო: პირველი არხი

კომენტარები