ბიზნესმენმა თავის ძაღლს ანდერძით 5 მილიონი დოლარი დაუტოვა
ტენესელმა ბიზნესმენმა ბილ დორისმა თავის ძაღლს ანდერძით 5 მილიონი დოლარი დაუტოვა. ამ ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
ჩარლზ უილიამ „ბილ“ დორისი გასული წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა. იგი 83 წლის იყო, ცოლი არ ჰყავდა.
8 წლის ლულუს მეურვეობა გარდაცვლილი ბიზნესმენის მეგობარ ქალს, მარტა ბერტონს გადაეცა, რომელიც ყოველთვიურ ხელფასს მიიღებს.
-„არც კი ვიცი, რა ვთქვა… მას უბრალოდ, ძალიან უყვარდა ძაღლი. 5 მილიონის დახარჯვას ძაღლისთვის ვერ შევძლებ: -„ვნახოთ, შევეცდებით“, – განაცხადა 88 წლის მარტამ ტელეარხთან – WTVF.