ბილ გეიტსი ახალ პანდემიაზე საუბრობს – ბევრად უფრო საშიში

-„ პანდემიები ახლა ისეთივე ნორმად იქცა, როგორც მიწისძვრები და ტორნადოებია.  გაოცებული ვარ, პანდემიის განზრახ დაწყებასთან დაკავშირებული „გიჟური” შეთქმულების თეორიების არსებობით.

მსოფლიო მზად უნდა იყოს შემდეგი პანდემიისთვის, რომელიც შეიძლება ბევრად უფრო საშიში იყოს, ვიდრე ახლანდელი.  შესაძლოა, შემდეგი პანდემია 10 ჯერ უფრო უარესი იყოს.

აღფრთოვანებული ვარ, ვაქცინის შემუშავების პროცესში მიღწეული სამეცნიერო პროგრესით. მომდევნო 5-10 წელში მატრიცული რიბონუკლეინის საფუძველზე შექმნილი ვაქცინების განვითარება უფრო სწრაფად და იაფად მოხდება. მათი მასშტაბირება და შენახვა იქნება უფრო იოლი, ეს გააჩენს შესაძლებლობებს აივ-ინფიცირებისა და მალარიის საწინააღმდეგო მედიკამენტების შესაქმნელად.

მაიკროსოფტის დამფუძნებელმა და ქველმოქმედმა ბილ გეიტსმა თქვა, რომ შემდეგი პანდემია შესაძლოა 10 ჯერ უფრო უარესი იყოს, ვიდრე ამჟამინდელი და დაამატა, რომ მსოფლიო მზად არ არის მომდევნო პანდემიისთვის“, – განაცხადა მაიკროსოფტის დამფუძნებელმა, ბილ გეიტსმა  გერმანულ გამოცემასთან საუბრისას.

კომენტარები