ბილ გეიტსი და ჯორჯ სოროსი პანდემიის „შექმნაში„ დაადანაშაულეს

პერუში, ჩინჩას და პისკოს პროვინციების სააპელაციო სასამართლომ კორონავირუსის პანდემიის „შექმნაში“ Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი, ბანკირი ჯორჯ სოროსი და როკფელერების ოჯახი დაადანაშაულა, ნათქვამია სასამართლოს დადგენილებაში.  დადგენილება ადგილობრივ მედიაში გამოქვეყნდა.

დადგენილება  გაუპატიურებაში ბრალდებულის პატიმრობის ვადის გახანგრძლივების აპელაციას ეხება. დადგენილებაში საუბარია კონსპიროლოგიურ თეორიაზე, რის  მიხედვითაც პანდემია „ახალი მსოფლიო წესრიგის ავტორებმა“ შექმნეს.

დადგენილებაში ნათქვამია, „მსოფლიოს ვერც ერთი მთავრობა, ვერც ერთი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ვერც განსასჯელის დაცვა ვერ ადასტურებენ, – პანდემიას „პროგნოზირებადი“ თვისებები აქვს, მისი შემქმნელების გარდა, რომელთა შორისაც ახალი მსოფლიო წესრიგის ავტორები არიან – ბილ გეიტსი, სოროსი, როკფელერი და სხვები“.

პერუს სახელმწიფო უწყებამ – OCMA, რომელიც ქვეყანაში სასამართლოზე კონტროლზეა პასუხისმგებელი, მოსამართლეების წინააღმდეგ გამოძიება უკვე დაიწყო.

პანდემიის დაწყების შემდეგ ინფექციის ხელოვნურად შექმნის  შესახებ ბევრი კონსპიროლოგიური თეორია გაჩნდა, -პანდემიის შექმნაში ბილ გეიტსს, ჩინეთის ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ. არის  თეორია, -გეიტსი ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეშვეობით ადამიანების „ჩიპირებას“ აპირებს,  პლანეტის მოსახლეობის რაოდენობა რომ გააკონტროლოს. ჯანმოში მიიჩნევენ, – ვირუსი ადამიანს ღამურისგან გადაედო.

 

კომენტარები