ბილ გეიტსი -„მდიდარი ქვეყნების მცხოვრებლებმა მხოლოდ სინთეტიკური ხორცი უნდა გამოიყენონ“

მდიდარი ქვეყნების მცხოვრებლებმა მხოლოდ სინთეტიკური ხორცი უნდა გამოიყენონ, ატმოსფეროში კლიმატის ცვლილებების გამომწვევი სათბურის გაზების გამოყოფა რომ შეამცირონ. წერს მილიარდერი და ფილანტროპი ბილ გეიტსი   თავის ახალ წიგნში – „როგორ ავიცილოთ თავიდან კლიმატური კატასტროფა“ .

ის მიიჩნევს, – კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში არა მარტო ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, არამედ საჭიროა  პოლიტიკური ნებაც. მთავრობებმა ნახშირორჟანგის გამოყოფაზე ტარიფები უნდა გაზარდონ, მწვანე ენერგიაში მეტი ინვესტიცია უნდა განახორციელონ, მათ შორის ხელოვნური ხორცის წარმოების სფეროში.

-„არა მგონია, – 80 უღარიბესი ქვეყანა სინთეტიკურ საქონლის ხორცზე გადავა. ვფიქრობ, ამ პროდუქტზე ყველა მდიდარი ქვეყანა 100%-ით უნდა გადავიდეს. შესაძლებელია, გემოს განსხვავებასთან შეჩვევა, – წერს გეიტსი.

მილიარდერი კომპანიების Beyond Meat და Memphis Meats ინვესტორია, რომლებიც ხორცს ლაბორატორიებში აწარმოებენ.

კომენტარები