ბინასა და კოვიდსასტუმროებში მყოფებს 3 სავალდებულო ანალიზი ჩაუტარდებათ – ე.წ. D დიმერისა და სისხლის საერთო ანალიზები

კოვიდსასტუმროში მყოფი პაციენტებისთვის ე.წ. D დიმერისა და სისხლის საერთო ანალიზების ჩატარება დაიწყო. პაციენტებს ორივე ანალიზი კოვიდსასტუმროში შეყვანისთანავე უტარდებათ.

ბინაზე მყოფი კოვიდინფიცირებული პირისთვის კვლევების ჩატარების საჭიროების საკითხს ოჯახის ექიმი წყვეტს, ის ყველასთვის სავალდებულო არ არის. არსებობს ბინაზე მართვის პროტოკოლი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის, ექიმი ამ პროტოკოლით გათვალისწინებული კვლევებით იხელმძღვანელებს. მთავარია, კვლევების დანიშვნა ექიმის გადაწყვეტილებით ხდება.

კოვიდსასტუმროში მოხვედრილ პაციენტებს მაშინვე უტარდებათ ე.წ. D დიმერი და სისხლის საერთო ანალიზი, შემდეგ ის კვლევები, რასაც ექიმი ჩათვლის საჭიროდ.

-„სასტუმროში მყოფ ყველა პაციენტს და ბინაზე მყოფ პაციენტთა ნაწილს დღეიდან სამი სავალდებულო გამოკვლევა ჩაუტარდება, ესენია სისხლის საერთო ანალიზი, D დიმერი და სატურაციის განსაზღვრა.

ეს გამოკვლევები, შერჩევით, დღესაც ტარდებოდა, მაგრამ დღეიდან სავალდებულო და სისტემური იქნება.

  • D დიმერის განსაზღვრა გაძლევს სიგნალს, პაციენტს აქვს თუ არა თრომბოემბოლიური რისკი. სიკვდილიანობის თითქმის მეოთხედი თრომბოემბოლიური დაავადებებით არის განპირობებული და შესაბამისი ჩარევით ეს გართულება თავიდან იქნება აცილებული.
  • მეორე — სისხლის ანალიზი გვაძლევს წარმოდგენას, რამდენად მძიმეა პროცესი, ხომ არ არის ბაქტერიული გართულება, ხომ არ არის საჭირო, მკურნალობაში ჩაერთოს ანტიბიოტიკები და სხვა საშუალებები.
  • მესამე — სატურაციის განსაზღვრა ძალიან მნიშვნელოვანია, მოგვცემს საშუალებას, რამდენად ჟანგბადდამოკიდებულია ბინაზე დატოვებული პაციენტი, ის შეიძლება ვერ გრძნობდეს, ეს ახასიათებს კოვიდს, მაგრამ სისხლში არ იყოს ჟანგბადის საკმარისი რაოდენობა — ასეთი პაციენტები არის დამძიმების და სიკვდილიანობის მთავარი რისკჯგუფი, ასეთი პაციენტები დაუყოვნებლივ გადაყვანილი იქნებიან ჰოსპიტალში”, — განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
კომენტარები