„ბინები მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ეკომიგრანტ ოჯახებს უსასყიდლოდ გადაეცემათ“

პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში აჭარის  მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მახინჯაურისა და ორთაბათუმის მოსახლეობას შეხვდა.

„მოქალაქეებთან ღია შეხვედრების ფორმატი გრძელდება და ამ შეხვედრებში ჩართულია ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აბსოლუტურად ყველგან შევქმნათ თანამედროვე ინფრასტრუქტურა, კომფორტი, რომ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება გახდეს კიდევ უფრო წარმატებული ყველა მუნიციპალიტეტში, –  განაცხადა რიჟვაძემ.

მოსახლეობის მთავარ პრობლემად სასმელი წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდება, გზების მოწესრიგება და მიწის დაკანონების საკითხები დასახელდა.

ხელვაჩაურში თორნიკე რიჟვაძე სოფელ კაპრეშუმში მრავალბინიანი სოციალური სახლის მშენებლობის პროცესს გაეცნო. საცხოვრებელი სახლის ბინები მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ეკომიგრანტ ოჯახებს უსასყიდლოდ გადაეცემათ.

თორნიკე რიჟვაძემ ასევე მოინახულა განახლება-ზედა ახალშენის საავტომობილო გზა, სადაც 1,05 კმ. სიგრძის ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. პროექტის ღირებულება 390 990 ლარს შეადგენს.

პროექტი „ღია შეხვედრები“ საქართველოს რეგიონებში ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს.

კომენტარები