ბიტკოინის კურსმა 2019 წლის ოქტომბრის შემდეგ $10 ათასიანი ზღვარი გადალახა

ბიტკოინის კურსმა 2019 წლის ოქტომბრის შემდეგ $10 ათასიანი ზღვარი გადალახა. ინფორმაცია კრიპტობირჟა Coindesk-ზეა ხელმისაწვდომი. 

2020 წლის დასაწყისიდან ბიტკოინის კურსი 20%-ით გაიზარდა. 14 იანვრის მონაცემებით, ბიტკოინის ღირებულება 8600 დოლარს აჭარბებდა.

2017 წლის რეკორდული ნიშნულიდან ($20.000) კრიპტოვალუტის ღირებულებამ მთლიანობაში 83%-ით იკლო. მისი ფასი 4 ათას დოლარს ჩამოსცდა.

ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, 2017 წლის დეკემბერში კი მისმა ღირებულებამ $20 000-ს გადააჭარბა. 2018 წლის პროგნოზი უფრო ოპტიმისტურად გამოიყურებოდა, მაგრამ რეგულაციებმა ფასი 3-ჯერ შეამცირა.

2018 წლის 2 ნოემბერს ბიტკოინი 10 წლის გახდა.

კომენტარები