ბიძინას ფულზე შემჯდარი რაგბისტები დეგრადაციას განიცდიან-შოთა უტიაშვილი

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი  შოთა უტიაშვილი ქართველ მორაგბეებს “ბიძინას ფულზე შემჯდარ დეგრადირებულებად მოიხსენიებს -“იაპონიაში ჩვენი რაგბისტების შედარებით სუსტი გამოსვლის მერე კი ვიფიქრე, ნეტა რა დაემართათ თქო. რაგბის კავშირის დღევანდელი განცხადების მერე გავიგე, ბიძინას თავის ფულზე შეუსვია და აი შედეგიც.

ვერ ხვდებით, რომ ვინც მაგ კაცის ფულს ხელს მოკიდებს, პოლიტიკოსიან-სპორტსმენიან-მეცნიერიან-ბერიანად, ყველა დეგრადაციის გზით მიდის?”-წერს უტიაშვილი

შეგახსენებთ რომ დღეს ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე რაგბის კავშირმა საჯაროდ მიულოცა

 

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები