„ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება არის ძალიან სერიოზული; დადებითი. 22 სასტუმრო, რომლის გამოსყიდვაზეც ივანიშვილმა განაცხადა, ერთიანად დამთავრდება, რაც საქართველოს ისტორიაში კი – არა, მსოფლიოს ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა“

ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ გადაცემა „ანალიტიკასთან“ საუბრისას განაცხადა:

„ინიციატივას ნუ დავარქმევთ, ეს უკვე ინიციატივა აღარ არის – ეს უკვე გადაწყვეტილებაა, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს უკვე გადაწყვეტილება აქვს მიღებული.

ყველაზე დიდი ეფექტი ისაა, რომ ერთხელ და სამუდამოდ წყალტუბოს თემა გადაწყდება.

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება არის ძალიან სერიოზული; დადებითი, რასაც მე ვხედავ არის ის, რომ 22 სასტუმრო, რომლის გამოსყიდვაზეც ივანიშვილმა განაცხადა, ერთიანად დამთავრდება, რაც საქართველოს ისტორიაში კი – არა, მსოფლიოს ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა. ივანიშვილის მიზანი რა არის – რომ ბევრი სამუშაო ადგილი შეიქმნას. სასტუმროებს 22 მფლობელი ეყოლება თუ – ერთი, სამუშაო ადგილების რაოდენობა მაინც იგივე იქნება. თუმცა ეს 22 სასტუმრო თუ ისევ ერთი მმართველობის და ერთი ბრენდის ქვეშ იქნება, გაცილებით მომგებიანია და გაცილებით კარგად გაიყიდება მსოფლიო ბაზარზე ტურისტებისთვის, ვიდრე თუ დანაწევრდება და სხვადასხვა სახელები დარქმევა… მეორე დიდი პლიუსი რაც აქვს ამ ყველაფერს, ისაა, რომ ის ბიუროკრატია, რომელსაც ბიზნესმენები ან ინვესტორები განიცდიან, ჩქარა დამთავრდება ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში, მერწმუნეთ“, – განუცხადა „ანალიტიკას“ ბიზნესმენმა და დასძინა: „რა დასამალია, რომ სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა გავლენა აქვს.

ეს ჩვეულებრივი ამბავია. ვინმეს საწყენად არ მითქვამს. ზოგი მეტად გავლენიანია, ზოგი – ნაკლებად, მიდგომებიც სხვადასხვანაირია, ამიტომც ასე ხდება. ეს პლიუსია – რაც მეტი გავლენიანი ადამიანი იქნება საქართველოში და რაც უფრო მაგრად მოუგებენ ბიუროკრატიულ სისტემებს, მით უკეთესია. გავლენასაც მიღწევა უნდა; რა თქმა უნდა, გავლენა ციდან არ ჩამოვარდება“.

 

კომენტარები