ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციის მიზნით, უკრაინიდან ტერორისტული ჯგუფი ჩამოდის!

სააკაშვილის ხელისფულების დროინდელი პოლიტპატიმარი, თადარიგის პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი საგანგაშო და სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს: – “ეს წუთია. უკრაინიდან ჩემა კოლეგებმა მომაწოდეს ინფორმაცია – იგეგმება ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა და მისი ლიკვიდაცია. სააკაშვილმა უკვე მოამზადა ჯგუფი უკრაინაში, რომელიც უმოკლეს ხანში უკრაინელ ტურისტებთან ერთად შემოვა საქართველოში ეტაპობრივად და ნაციონალების დახმარებით დაიწყებენ ქვეყნის ტერიტორიაზე გადადგილებას, ბიძინა ივანიშვილის მარშრუტების შესწავლას. მოვუწოდებ შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას – ახლა გადადგომის დრო არ არის, პირიქით, მაქსიმალურ კონტროლზე უნდა აიყვანოთ რადიკალურად მოაზროვნე მოქმედი ჯგუფები, რომლებიც საქართველოში შეუერთებიან უკრაინიდან სააკაშვილის მიერ გამოგზავნილ ჯგუფებს, სააკაშვილის ბინძური გეგმების სისრულეში მოსაყვანად!” – ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს ტრისტან წითელაშვილი.

 

 

ტრისტან წითელაშვილი
კომენტარები