ბიძინა ივანიშვილი – „გიორგი გახარიას გადადგომა დღეს ღალატი იქნებოდა“

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გახარიას გადადგომა იქნებოდა დღეს სამშობლოს ღალატი, პირდაპირი მნიშვნელობით.
„თუ ცალკეულ შემთხვევებში არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული, ამაზე მიდის გამოძიება. იძიებს პროკურატურა, ერთი პოლიციელი უკვე ბრალდებულია, დანარჩენებს დაველოდებით“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
„გახარიას გადადგომა იქნებოდა დღეს სამშობლოს ღალატი, პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან გახარია რომ გადამდგარიყო 21-22-ში, ის პოლიტიკოსები, ვინ ამ მოწოდებებს აკეთებდნენ და ახერხებდნენ, რომ პარლამენტში შესულიყვნენ, ან რა უნდოდათ პარლამენტში ძალით რომ შედიოდნენ თუ არა სახელმწიფო გადატრიალება, რა თქმა უნდა, ეს სურდათ. ის რომ გახარია გადადგეს, ესე იგი შინაგან საქმეთა სამინისტრო აღარ არსებობს“.

კომენტარები