ბიძინა ივანიშვილი:„ ვფიქრობ, გიორგი გახარიამ საკუთარი საქმიანობით დაიმსახურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენა“

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, პარტიის პოლიტიკური საბჭოსა და უმრავლესობის სხდომის შემდეგ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა:

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის პოლიტსაბჭოზე, მე როგორც თავმჯდომარემ, წარვადგინე პრემიერ-მინისტრის ახალი კანდიდატურა გიორგი გახარიას სახით  და მივიღე სრული მხარდაჭერა. ვფიქრობ, გიორგი გახარიამ საკუთარი საქმიანობით დაიმსახურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენა. შემდგომ შეხვედრა გვქონდა უმრავლესობასთან და იქ კითხვები არ დასმულა. ეს არის ჩვენი არჩევის ობიექტური შეფასება. ჟურნალიტებიც და საზოგადოებაც კარგად იცნობს გიორგი გახარიას. ვფიქრობ, მან საკუთარი საქმიანობით, დაწყებული ბიზნესომბუდსმენიდან, შემდეგ იგი იყო ეკონომიკის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, მან ღირსეულად დაიმსახურა ამ პოსტზე წარდგენა. ვფიქრობ, პარლამენტი მას აუცილებლად დაამტკიცებს. კიდევ ერთხელ მინდა, წარმატებები ვუსურვო მომავალ საქმიანობაში“.

კომენტარები