„ბიძინა ივანიშვილი ძალიან ადამიანურია სხვა ადამიანებთან მიმართებაში, სწორედ ამიტომ ვაფასებ“ – დავით თორდია

-„ადამიანების ფენებად დაყოფა არასოდეს მესმოდა, რადგან ყველანი უფლის შვილები ვართ, ზოგს უბრალოდ გაუმართლა და დიდი ფული იშოვა, ზოგმა ნულიდან დაიწყო, ზოგს კიდევ ქონება მემკვიდრეობით ერგო, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, ღმერთი ყველას აძლევს შანსს, უბრალოდ გააჩნია ამ შანს როგორ გამოვიყენებთ,
სამწუხაროდ ფული და დიდება ცვლის ადამიანს, ეს ოდითგანვე ასე იყო, ფარაონებს თავი ღმერთებად მიაჩნდათ, ვინაიდან მათ ეს ოქრო და დიდება მემკვიდრეობით ერგოთ დაუმსახურებლად და ისინი სხვა ადამიანებში მხოლოდ მონებს ხედავდნენ. არადა ფარაონებიც ისეთივე მოკვდავი ადამიანები იყვნენ, როგორც სხვა დანარჩენები
მე როგორც ვიცი, ბიძინა ივანიშვილი არ გრძნობს თავს ფარაონად, ის ძალიან ადამიანურია სხვა ადამიანებთან მიმართებაში, სწორედ ამიტომ ვაფასებ ამ ადამიანს. ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ბევრი ბიძინა ჰყავდეს საქართველოს და არა ფარაონები. ბ-მა ბიძინამ ბევრს მისცა შანსი, ზოგმა გამოიყენა, ზოგმა არა, მაგრამ ის ყველას აძლევს შანსს წარმოაჩინონ საკუთარი თავი საერთო საქმეში“, – წერს  „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ლიდერი 41-ის“ ადმინისტრატორი, ჟურნალისტი, ბლოგერი დავით თორდია.
კომენტარები