ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონება და აქტივები ფონდ „ქართუს“ გადასცა -„გიკვირთ, ქველმოქმედმა საკუთარი ქონების დიდი ნაწილი საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გადასცა?“ – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ  პარლამენტში, ბრიფინგი გამართა.

შეკითხვაზე,  ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონება და აქტივები რატომ გადასცა ფონდ „ქართუს“?

არჩილ თალაკვაძემ  უპასუხა:

– „გადასცა, რადგან თავისი ქვეყნისა და ადამიანებისთვის მომავალშიც გეგმავს საქველმოქმედო საქმიანობა ამ ფონდის მეშვეობით განაგრძოს. ეს არის ჩემი გაგება იმ ტექსტის, რაც ყველამ ერთად წავიკითხეთ. ეს არის რადიკალური ოპოზიციის მიერ მოფიქრებული ჭორი და რადიკალურ ოპოზიციაში, წაგებული ადამიანების თვითდამშვიდების ერთ-ერთი ნარატივი, რასაც ამ დღეებში ვისმენთ. ისინი ეწევიან თვითდამშვიდებას, – ეს ყოველივე ამისთვის და იმისთვის გაკეთდა. რეალურად, თუ რა პროცესიც ხდება, რა გადაწყვეტილებაც მიიღო, ბიძინა ივანიშვილმა, ეს საზოგადოებას გააცნო. თუ გაინტერესებთ, რატომ გადასცა მან საკუთარი ქონება და აქტივები საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“, ამას მარტივად აგიხსნით: მან 3 მლრდ დოლარამდე ქველმოქმედება განახორციელა ამ წლებს მანზილზე და ეს ფული საკუთარ სამშობლოს, საქართველოს მოქალაქეებს მოახმარა – კულტურულ, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურულ პროექტებს. შესაბამისად, ადამიანმა, რომელმაც 3 მლრდ დახარჯა ქველმოქმედებაში, მისი აქტივების დიდი ნაწილი გადასცა საქველმოქმედო ფონდს. ეს არის ის, რასაც მარტივად უნდა ვკითხულობდეთ, თუმცა, როგორც ჩანს, ამ ქვეყნის რადიკალურ ოპოზიციაში არიან ისეთი ადამიენები, რომლებიც როგორც წესი ყველაფერს უკუღმა კითხულობენ. თქვენ გიკვირთ, -ქველმოქმედმა საკუთარი ქონების დიდი ნაწილი საქველმოქმედო ფონდს გადასცა?

ბიძინა ივანიშვილმა მიირო გადაწყვეტილება, პოლიტიკიდან წავიდეს, მმართველობაში მონაწილეობა აღარ მიიღოს“, – განაცხადა  თალაკვაძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის.

კომენტარები