„ბიძინა ივანიშვილს ვუყიდე „აეროფლოტის“ ბილეთი, –  თბილისი-მოსკოვის მიმართულება“

მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა:

„ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა უსირცხვილო განცხადება ქართველი ხალხის მიმართ, ბიუჯეტის ხარჯზე დააფინანსებს 35-ევროიან ბილეთებს ქუთაისის აეროპორტიდან და ჩვენ მოსახლეობას, იმ ადამიანებს, ვისაც ასე ძალიან სჭირდება სამუშაო ადგილი, ნორმალური, ღირსეული ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში, გაუშვებს სხვა ქვეყანაში. დაეხმარება ჩვენ ისედაც დემოგრაფიულად კლებად ერს, ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას უცხოეთში დასაქმებაში. ამას აკეთებს ჩვენი ბიუჯეტით, ჩვენი გადასახადებით. ჩვენს მოსახლეობას ეუბნება, რომ საქართველო ქართველების გარეშე.

გადავწყვიტე, ბიძინა ივანიშვილს ვუყიდე ბილეთი. ეს არის აეროფლოტის ბილეთი, გამოწერილია ბიძინა ივანიშვილის სახელზე, ეს არის თბილისი-მოსკოვის მიმართულება. ვეუბნები მას, ეს არ არის 35-ევროიანი ბილეთი, ეს არის ბიზნესს კლასი, რადგან შეჩვეულია კარგ ცხოვრებას, ამ ბილეთით მას შეუძლია, დატოვოს ჩვენი ქვეყანა და ქვეყანა ამის შემდეგ დაადგება ნორმალური განვითარების გზას“.

 

 

კომენტარები