ბიძინა კულუმბეგოვი: „გვაქვს პირველი ტალღის აღმავალი ეტაპი, – შეზღუდვების მოხსნამ და ადამიანების გათამამებამ გამოიწვია“

-„ჩვენ პირველი ტალღა არ დაგვსრულებია, რადგან კორონავირუსისგან არც ერთი თავისუფალი დღე არ გვქონია, ამიტომ ეს არის პირველი ტალღის აღმავალი ეტაპი, ეს შეზღუდვების მოხსნამ და ადამიანების გათამამებამ გამოიწვია, ამას მე მეორე ტალღას ვერ დავარქმევდი.

პირველი და მერე ტალღა ეს პირობითი შეფასებაა, ამას არავითარი მეცნიერული ღირებულება არ აქვს“, – განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „ტვ პირველის“ ეთერში.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 87 შემთხვევა გამოვლინდა. 20 გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1917 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1354-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები