ბიძინა კულუმბეგოვი: „სანამ თქვენი ორსული თანამშრომელი აცრას არ გაიკეთებს იქნებ ხელი შეუწყოთ, სამსახური შეუნარჩნოთ, დისტანციურად მუშაობა შესთავაზოთ!“

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვი:

-„ყველა დამსაქმებელს ვთხოვთ, სანამ თქვენი ორსული თანამშრომელი აცრას არ გაიკეთებს იქნებ ხელი შეუწყოთ, სამსახური შეუნარჩნოთ, დისტანციურად მუშაობა შესთავაზოთ!

ვაქცინაციის პროცესი განსაკუთრებით იმ ჯგუფებში, რომლებიც მოწყვლადები არიან ინფექციის მიმართ, ყველაზე მნიშვნელოვანია და როგორც გამოიკვეთა – განსაკუთრებით დელტა ვარიანტისთვის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია ორსულები. საქართველოს სტატისტიკა ძალიან დრამატულად გამოიყურება: 10-ზე მეტი ორსული გარდაცვლილია და რამდენიმე ათეული ორსული ახლაც მძიმე მდგომარეობაში კლინიკაშია. გარდა იმისა, რომ ვაქცინა უსაფრთხოდ ითვლება ორსულობის ნებისმიერ პერიოდში, ასევე დედისგან ანტისხეულები გადადის ბავშვის ორგანიზმშიც, რაც 1 ვაქცინაციით 2 ადამიანის სიცოცხლის დაცვას ნიშნავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თვითონ წლამდე ასაკის ბავშვებიც მაღალი რისკის პაციენტებად ითვლებიან. ამიტომ, ჩვენ რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ იმუნიზაციის დაუყოვნებლივ ჩატარებისკენ, ორსულობის ნებისმიერ ვადაზე, ასევე მეძუძურობის დროსაც. განსაკუთრებით „ფაიზერზეა“ ნებადართულობა. აცრილ დედას იმავე დღეს შეუძლია გააგრძელოს. თვითონ ვაქცინა არ ექსკრეტირდება დედის რძეში, მაგრამ ანტისხეულები გადადის და 10-14 დღეში ბავშვის დაცვას უზრუნველყოფს“
კომენტარები