ბიძინა კულუმბეგოვი შეზღუდვების მოხსნის შესახებ-ქვეყნის სრულმაშტაბიანი გახსნა დაანონსდა, რაც“

-„ქვეყნის სრულმაშტაბიანი გახსნა დაანონსდა, რაც თავისთავად კარგია, მაგრამ აღნიშნული ფაქტი რეგულაციების (და არა შეზღუდვების) გამკაცრების და მეცნიერებაზე დაფუძნებული ინფორმაციის სახელმწიფოებრივ დონეზე გამოყენების აცილებლობის წინაშე გვაყენებს.

კვლევებით დადგინდა, რომ ინფექციის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკის მატარებელია: რესტორნები, სატრენაჟორო სივრცეები, ბარები და კლუბები, ეკლესიები ან რელიგიური თავყრილობები.
ნაკლები რისკი შემცველია: ოფისები, სალონები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

პ.ს. ყველა ქვეყანას თავისი ტრადიცია და თავისებურება აქვს, ამიტომ ამ მონაცემების სრული ექსტრაპოლირება ჩვენთან 100%-ით ვერ მოხდება, თუმცა ძირითადი საკითხები მუდმივი და უცვლელია.

20 თებერვლის მონაცემებით პირბადის ტარების მაჩვენებლი 72 და 66% მდე ჩამოვარდა, სამიზნე 95%-ია!” – წერს ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში – საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შესახებ.

შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა -სრული ჩამონათვალი

კომენტარები