ბიძის მიერ მოკლული 13 წლის ძმისშვილის საქმეზე დაკავებული ფსიქიატრისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

რუსთავში, 13 წლის გოგიტა ირემაძის მკვლელობის საქმეზე ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მყოფი ბიძის, ვალერი ირემაძის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ექიმ-ფსიქიატრ თამარ ალადაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.

პროცესი რუსთავის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა 13 წლის გოგიტა ირემაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ფსიქიკური პრევენციის ცენტრის ექიმი დააკავეს. თამარ ალადაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. მას ბრალი სსკ-ის 220-ე პრიმა მუხლის, მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ​ გულგრილობას, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია. დანაშაული თავისუფლების აღკვეთას, ვადით 2-დან 5 წლამდე ითვალისწინებს.

რაც შეეხება, მოკლული მოზარდის ბიძას, ვალერი ირემაძეს, მის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა. მას ორწლიანი ნებაყოფლობითი მკურნალობა მიესაჯა. ირემაძე ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იმყოფება.

კომენტარები