ბიძინა ივანიშვილი დიდი აკვარიუმის აშენებას გეგმავს

ტელეკომპანია Rustavi2-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ივანიშვილის რეზიდენციასთან მიმდინარე აქციების გამო, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული,  ადგილზე ტყვიაგაუმტარი მინები მიიტანეს და დაასაწყობეს.

საქართველოს ყოფილი პრემიერის,  ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელმა უარყო ინფორმაცია,  რომ შეკვეთილის რეზიდენციაში ტყვიაგაუმტარი მინები მიიტანეს.

რეზიდენციის ზედამხედველის ავთანდილ რობაქიძის განცხადებით, მინები აკრილისაა და დიდი აკვარიუმისთვისაა გათვალისწინებული. ეს მინები რეზიდენციის ტერიტორიაზე დაახლოებით ერთი წელია დევს.

ბიძინა ივანიშვილი ცხოველებისადმი სიყვარულით გამოირჩევა. მის ცხოველებს შორის ბინადრობდნენ ზვიგენები, პინგვინები და სხვა ეგზოტიკური ცხოველები.

 

კომენტარები