ბიჭი, რომელიც მხოლოდ ძეხვეულით, ჩიფსებით და თეთრი პურით იკვებებოდა, სმენა და მხედველობა დაკარგა

ბრიტანელი ბიჭი 10 წელი მხოლოდ ძეხვეულით, ჩიფსებით და თეთრი პურით იკვებებოდა. მან სმენა და მხედველობა დაკარგა. ამ ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს. 19 წლის ბიჭი ასეთ დიეტაზე ბავშვობიდან იყო. სხვა საკვების მიღებაზე მტკიცე უარს აცხადებდა.

ასეთ მდგომარეობას შერჩევითი კვების აშლილობა ჰქვია. ამ დროს ადამიანი გარკვეულ საკვებზე უარს მისი ტექსტურის, გემოს ან სუნის გამო ამბობს.

ბიჭს სმენა და მხედველობა არ აღუდგება. დაზიანებები პაციენტის რაციონმა კი არა, მასში სხვა პროდუქტების არქონამ გამოიწვია. ის ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის საჭირო ნივთიერებებს ვერ იღებდა. ბიჭი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის. მას კვების რაციონი არ შეუცვლია. საჭირო ვიტამინებს და მინერალებს ის აბების სახით იღებს.

კომენტარები