„ბლექ სი არენაზე“ Jessie J-ს კონცერტისთვის დამატებითი მატარებლები დაინიშნა

„ბლექ სი არენაზე“ Jessie J-ს კონცერტისთვის დამატებითი მატარებლები დაინიშნა. მატარებელი თბილისიდან 12:40 საათზე გავა და შეკვეთილში Black Sea Arena -ს ბაქანზე 17:25 საათზე გაჩერდება, ბათუმში კი მატარებელი 18:23 საათზე ჩავა. ბათუმიდან მატარებელი 23:50 საათზე გავა, 00:38 საათზე შეკვეთილში გაჩერდება თბილისში კი 05:15 საათზე იქნება.

„ბრიტანელი შემსრულებელი 6 აგვისტოს, შეკვეთილში მდებარე „ბლექ სი არენაზე“ კონცერტს გამართავს.  ვისაც გადაწყვეტილი აქვს კონცერტზე დასწრება, დამატებით კომფორტს შეუქმნიან საქართველოს რკინიგზა და „ბლექ სი არენა“. 6 აგვისტოს, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებლები იმოძრავებს, რომლებიც მგზავრებს ორივე მიმართულებით გადაიყვანს.

თბილისიდან და ბათუმიდან 6 აგვისტოს მოძრავ მატარებლებს №802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 7 აგვისტოს, მატარებელ №811 ბათუმი-თბილისს Black Sea Arena“-ს ბაქანზე გაჩერება ექნება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური აპლიკაციით.

ბილეთები იყიდება ასევე ვებ გვერდებზე (Railway.getkt.geBiletebi.gematarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები