„ბოდიში მოუხადონ“ – „1000-1000 ლარს მე გადავიხდი“- პაატა ბურჭულაძე კარტოგრაფებისთვისთვის

ქართველი ტენორი, საოპერო მომღერალი, მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” დამფუძნებელი, პაატა ბურჭუალძე მზად არის, კარტოგრაფებისთვის დაკისრებული გირაოდან 2.000 ლარი, -თითუეულისთვის  გირაოს თანხიდან 1000-1000 ლარი გადაიხადოს.

-„მზად ვარ, პირველი შენატანი რაც არის, 1000-1000 ლარი გადავიხადო, საზოგადოებამ შევუგროვოთ ეს თანხა, უდიდეს პატივისცემას გამოვხატავ ქალნატონ ნატლიასა და ბატონი ივერის წინაშე. მე მიხარია, რომ ასეთი რამე მოხდა, მაგრამ საშინელება ის არის, რომ ის ახალგაზრდა კაცი, პროკურატურიდან, ვისაც ალაპარაკეს და გაწირეს, ამ ახალგაზრდა ბიჭებს რატომ წირავენ? მინდა კიდევ ერთხელ ქედი მოვიხარო თქვენს წინაშე, საქართველოს პრეზიდენტს მოვუწოდებ,  ბოდიში მოიხადოს მთავრობის სახელით, დააჯილდოვოს ეს ადამიანები”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ “დღის სტუმარში”.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისულფნდნენ. 

გირაოს თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადო

კომენტარები