„ბოიკოტის შეწყვეტა და პარლამენტში შესვლა არ იქნება – საქართველოს ბედსა და მომავალს ვწყვეტთ ჩვენ“ – შალვა ნათელაშვილი

-„ერთი რამ დავიმახსოვროთ, მეგობრებო, – საქართველოს ბედს და მომავალს ვწყვეტთ ჩვენ. სტრატეგიული მოკავშირეები გვეხმარებიან მაქსიმალურად შესაძლებლობის ფარგლებში. ისინი ვერ ჩაერევიან ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში, ეს არც არავის გვსურს. არც იმათ, არც ჩვენ. ამიტომ, მადლობას ვუცხადებ სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ის დარჩა თბილისში, ოპოზიციისგან მოესმინა უშუალოდ ინფორმაცია, მაიკ პომპეოს და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას სრული ინფორმაცია აქვთ, რა ხდება საქართველოში, როგორ გააყალბა რუსმა ოლიგარქმა არჩევნები, როგორ ცდილობს, მოახდინოს ძალაუფლების უზურპაცია, გაამრუდოს ჩვენი ქვეყნის ბედი, ამას არ დავუშვებთ.

ბოიკოტის შეწყვეტა და პარლამენტში შესვლა არ იქნება. იქნება ახალი საპარლამენტო არჩევნები, ახალი დემოკრატიული პარლამენტი“, – განაცხაა , „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.

 
კომენტარები