„ბოიკოტი არის უკვე წარსული… სჯობს, პარლამენტში შევიდეს…“-გიგი უგულავა

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა:

-„ერთი ყველაზე დიდი პარტია დარჩენილია ბოიკოტის რეჟიმში, სჯობს, პარლამენტში შევიდეს. გარკვეული წინაპირობები არის. პარლამენტში შესვლას არანაირი ხელისმოწერა არ სჭირდება. ყველაფერი გავრილოვის მერე პროპორციულის გადაგდებით დაიწყო, ამას დაჭერები და რეპრესიები მოჰყვა. შემდეგ 8 მარტი, ივანიშვილმა 30 მაჟორიტარი მოივაჭრა. ამ 30 მაჟორიტარიდან მანიპულაცია გაუკეთა სხვადასხვა დარღვევებით 2020 წლის არჩევნებს. ახლა ეს ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი, – სრულად პროპორციული უნდა გახდეს. ეს გადაწყვეტილება მიღებულია. ხვალ რიგგარეშე არჩევნები რომ იყოს, ისევ იგივე 30 მაჟორიტარი გვეყოლება. ამიტომ ვფიქრობ, თვითონ პარტიამ უნდა გაწყვიტოს. ჩემი აზრით, ახლა ბოიკოტი არის უკვე წარსული. ამ პარლამენტს ეს არაფრით ხდის ლეგიტიმურს. ჩვენ ამ პარლამენტს უნდა შევხედოთ როგორც თავმოხვეულ ბოროტებას, როგორც ინსტრუმენტს, რომლიდანაც სრულად პროპორციული არჩევნები უნდა გამოვადნოთ.

როგორც კი პანდემიური ტალღა გადაივლის, რიგგარეშე არჩევნები ჩვენ ქვეყანაში გარდაუვალია. უბრალოდ ეს რიგგარეშე უნდა იყოს პროპორციული, ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ არჩვენების გზით რომ ჩამოშორდეს. 30 მაჟორიტარი და ეს მამაძაღლობა არის ფორა, რომელსაც ივანიშვილი ყოველთვის იტოვებს და ეს ფორა მას არ უნდა დავუტოვოთ“.

კომენტარები