„ბოიკოტი გამოსავალი ნამდვილად არ არის. ქუჩიდან რომ მოხდება გადატრიალება ან ხელისუფლების შეცვლა“-ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა:

-„​ჩვენ გიჭერთ მხარს ოპოზიციას თქვენი უფლებების გაუმჯობესებაში, დახვეწაში, კონტროლში, ეს ჩვენი სტრატეგიაა, ბოიკოტი გამოსავალი ნამდვილად არ არის. ქუჩიდან რომ მოხდება გადატრიალება ან ხელისუფლების შეცვლა, ჩემთვის აბსოლუტურად და კატეგორიულად მიუღებელია.

თავიდანვე ვისურვებდი, არ ყოფილიყო ბოიკოტი, ყველა კოლეგას მოვუწოდებდი, საქართველოს პარლამენტში შებრძანებულიყვნენ და დაეკავებინათ მათი სავარძლები. მე, როგორც ევროპარლამენტარი, ვიმუშავებ მხოლოდ და მხოლოდ რეალურ პარლამენტარებთან. ბოიკოტი არ არის გამოსავალი. მე თუ ვიღებ მონაწილეობას არჩევნებში და შემდეგ არ შევდივარ პარლამენტში, არ ვიკავებ ჩემს სავარძელს, ფაქტობრივად, ვღალატობ ჩემს ამომრჩეველს. მაშინ რატომ მომცა ხმა კონკრეტულმა ამომრჩეველმა, რის მიუხედავადაც, მე არ ვიკავებ საქართველოს პარლამენტის სავარძელს, რომელიც მეკუთვნის.

ოპოზიციამ მიიღო გადაწყვეტილება, გამოეცხადებინა ბოიკოტი და ოპოზიციის მხრიდან ეუთო-ს დასკვნის მიმართ მხოლოდ ზედაპირული შეფასებები გაკეთდა, რა შუაშია საერთოდ გიორგი რურუას თემა. ოპოზიციამაც უნდა იტვირთოს თანაპასუხისმგებლობა, პირველი ნაბიჯები უნდა გადადგას. მათი ამომრჩევლების მიმართ იქნება კორექტული, კომპრომისული ნაბიჯები გადადგას მხოლოდ იმ შემთხვევაში, ოპოზიციური პარტიების წევრები თუ შევლენ პარლამენტში და იქ ითანამშრომლებენ. იმავდროულად, საქართველოს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს უდიდესი პასუხისმგებლობა, იმავდროულად ობსტრუქცია არ უნდა მოაწყოს ქართულმა ოპოზიციურმა სპექტრმა, სხვა ყველაფერი არის უბრალოდ ფუჭი. ვერ ვხედავ, ხელისუფლებამ, „ქართულმა ოცნებამ“ რატომ არ მოაწერა ხელი ამ შეთანხმებას, მათი არგუმენტი არის, იმიტომ, რომ ოპოზიციამ არ მოაწერა, ეს ჩემთვის არგუმენტი არ არის. მათი ხელმოწერა იყო მნიშვნელოვანი. მათ შეეძლოთ გამოეხატათ კეთილი ნება და მოეწერათ ხელი. ეს იქნებოდა უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი, ბევრი ცვლილება, ბევრი კომპრომისი ავტომატურად შევიდოდა ძალაში. ორივე მხარემ უნდა დათმოს, არა ჩემთვის, არა პირადი კარიერისთვის, არამედ ქვეყნისთვის, სამშობლოსთვის, საქართველოსთვის, მოქალაქეებისთვის უკეთესი ეკონომიკური განვითარებისთვის,  ამ ადამიანებმა ეს ვერ გაიგეს. ნაცვლად მათი ეგოს უკანა პლანზე გადაწევისა, პოლიტიკური მომენტები უნდა წამოწიონ წინა პლანზე“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

კომენტარები