ბოლივიაში ტყის ხანძრების გამო მილიონზე მეტი ცხოველი დაიღუპა
ბოლივიაში, ტყის ხანძრების გამო ბოლო რამდენი კვირის განმავლობაში 2,3 მილიონი ცხოველი დაიღუპა: იაგუარები, პუმები, ლამები, მღრღნელები და სხვა სახეობის ცხოველები.
აგვისტოში დაწყებული ხანძრების ლიკვიდირებაში 5000 მეხანძრე იღებდა მონაწილეობას, ასევე პოლიციის თანამშრომლები და სამხედროები.
ამის მიუხედავად ხანძრების ბოლომდე ჩაქრობა დღემდე ვერ მოხერხდა.
წყარო: „vegetarian.ru“.