ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი გეტა ჩაიკეტა – იმოქმედებს სპეციალური ზომები

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი გეტა, დღეს დილის 06:00-დან იზოლაციაში მოექცა.

იმოქმედებს სპეციალური ზომები,სოფლიდან გასვლა და ადგილზე შესვლა სპეციალური ნებართვის გარეშე შეუძლებელი იქნება. ეს ნებართვები სურსათის უზრუნველყოფისა და სამედიცინო მომსახურების მიზნით გაიცემა.

სოფელ გეტაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა, დამატებითი სამედიცინო ღონისძიებები გატარდება და ზომები გამკაცრდება. სოფელ გეტას გარდა, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა მუშევანშიც.

საქართველოს პარლამენტის ბოლნისის მაჟორიტარის დეპუტატის, გოგი მეშველიანის განცხადებით:

„სოფლის ჩაკეტვა ინფექციის პრევენციის მიზნით გახდა საჭირო. როგორც მან „ქრონიკას“ განუცხადა, მოიძიებენ კონტაქტებს, რომ მაქსიმალურად მეტი ადამიანი გამოიკვლიონ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის 48 დასახლებიდან, ამ დროისათვის, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება რჩება ორ სოფელში, მუშევანსა და გეტაში. ამ სოფლებში გამოვლინდა კორონავირუსის  15 შემთხვევა (გეტა-8;მუშევანი-7). ამ სოფლებში, გუშინ მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩატარდა ბიოლოგიური ნიმუშების ასაღებად და დაავადების გამოსავლენად.

სოფელ მუშევანში 25 აპრილიდან მოქმედებს გამკაცრებული ზომები, 15 მაისს, დილის 06:00-დან იზოლაციაში მოექცევა სოფელი გეტაც და დამატებით გატარდება შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებები.

მუნიციპალიტეტის 40 დასახლებულ პუნქტში ინფიცირების შემთხვევა საერთოდ არ დაფიქსირებულა“.

ქვეყანაში კორონავირუსი 667 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 383 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კომენტარები