„ბოლნისში დაახლოებით იტალია ხდება“ – პაატა იმნაძე

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

-„პრაქტიკულად თუ გადავიანგარიშებთ მოსახლეობაზე, იქ იტალია ხდება დაახლოებით. შეხვედრაზე იმსჯელეს, როგორ უნდა გაკონტროლდეს სიტუაცია მუნიციპალიტეტში, მით უმეტეს, როდესაც საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 721 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 485 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია – 3614, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 316.

კომენტარები