“ბოლოს ბორკილები დამადეს და წამომიყვანეს. როდესაც ჩამოვყავდით, აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს დავუძახე, რომ გარეჯი საქართველოა” – დაკავებული გიორგი იჩუკაიძე:

ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ზურიკო გოგოხია აქვეყნებს მწყემსი ბიჭის, გიორგი იჩუკაიძის მხარდამჭერ პოსტს, რომელმაც 14 იანვარს დავით გარეჯში იარაღის მუქარით აიძულა მესაზღვრეები ასულიყვნენ სადავო ტერიტორიაზე.

– “30 წლის მწყემსმა ბიჭმა გიორგი იჩუკაიძემ 14 იანვარს დავით გარეჯში იარაღის მუქარით აიძულა მესაზღვრეები ასულიყვნენ სადავო ტერიტორიაზე,მას 9 დან 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება,გთავაზობთ სასამართოლზე მის გაკეთებულ განცხადებას და თავად განსაჯეთ!!!#დავითგარეჯისაქართველოა!!თავად ბრალდებულმა სასამართლოს შემდეგი სიტყვებით მიმართა: “ავედი ჩიჩხიტურზე ქართველებისთვის, ჩემი ძმებისთვის. მე არავის მოკვლა არ მინდოდა, არც ის, რომ ქართველების ხელით მოვმკვდარიყავი. მე ვარ ქართველი და ისინი ჩემი ძმები არიან. რაც შეეხება კონფლიქტს, იქვე, როდესაც იარაღი მეჭირა, მაშინვე მოვუხადე ბოდიში მესაზღვრეს, როცა შევატყვე, შეშინდა. ასეა საჭირო-მეთქი, თქვენი ხელით არ უნდა მოვკვდე, ჩიჩხიტურზე ასვლამდე კი თქვენ მესვრით, ამიტომ მჭირდები-მეთქი. არც ავტომატი წამირთმევია, როგორც თქვით. უბრალოდ მეჭირა იარაღი, არ გამომიყენებია. რამდენიმე წუთი, რაც იქ ვიყავით, მე და ის მესაზღვრე ერთად ვიცავდით საქართველოს. ვფიქრობ, ეს მარტო მე არ გამიკეთებია, ჩვენ ერთმანეთის გვერდში დგომით გავაკეთეთ. ჰაერში არ მისვრია, არც ჩიჩხიტურზე გამისვრია. მხოლოდ ჩიჩხიტურზე ასვლა მინდოდა, მაგრამ არ ამიშვეს. ბოლოს ბორკილები დამადეს და წამომიყვანეს. როდესაც ჩამოვყავდით, აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს დავუძახე, რომ გარეჯი საქართველოა”.

გააზიარეთ უკლებლივ ყველამ ამ ბიჭის ციხეში გაშვება ერის ღირსების შელახვაა ღმერთი გვიწყენს ქართველებო, ღმერთი გვიწყენს მისი სახლის აზერბაიჯანელებისთვის ნებით ჩაბარებაზე.” – წერს ზურიკო გოგოხია

კომენტარები