Live Button Live
მთავარი გვერდი » „ბოლოს მაინც გაახმოვანეს ბაკურიანის გეგმა… სააკაშვილის და დიღმელაშვილის წასალეკი ქვეყანა ჩვენ არ გვაქვს“-ირაკლი კობახიძე

„ბოლოს მაინც გაახმოვანეს ბაკურიანის გეგმა… სააკაშვილის და დიღმელაშვილის წასალეკი ქვეყანა ჩვენ არ გვაქვს“-ირაკლი კობახიძე

მიერ zaza
A+A-
გადატვირთვა

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პლენარულ სხდომაზე, 20 ივნისს რუსთაველზე გამართულ აქციას გამოეხმაურა:

-„ამ შეკრებაზე გამოვიდა საზოგადოება, რომელსაც უნდა ევროპა და როგორც მოგეხსენებათ, ევროპა უნდა ბევრად მეტს, თუნდაც, ვიდრე გუშინ იყო გამოსული. ბევრი ადამიანი იყო გამოსული რუსთაველზე, თუმცა, საქართველოში დამატებით არის 3 მილიონი ადამიანი და მეტი, რომელიც მხარს უჭერს ევროპას.

გუშინ, დიდხანს ითმინეს აქციის ორგანიზატორებმა, ისინი არ აჟღერებდნენ პოლიტიკურ გზავნილებს, იმისათვისმ რომ ხალხი არ დაშლოდათ, მაგრამ ბოლოს მაინც გაახმოვანეს ბაკურიანის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს “შულავერის კომიტეტის” გამომზეურებას და ქვეყნის წალეკვას, – ეს არის ტერმინი, რომელიც პირდაპირ გამოიყენა “სირცხვილიას” ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. მე პირდაპირ გეტყვით, რომ სააკაშვილის და დიღმელაშვილის წასალეკი ქვეყანა ჩვენ არ გვაქვს”.

მისი თქმით, გუშინდელი აქცია იყო ე.წ. ბაკურიანის გეგმის ნაწილი, რომლის ფარგლებშიც, ქვეყანაში იგეგმება არეულობა და ომის დაწყება.

-„რა თქმა უნდა, ეს იყო “ნაცმოძრაობის” და “სირცხვილიას”, ანუ, მისი ახალგაზრდული ფრთის მიერ ორგანიზებული და ეს იყო “ბაკურიანის გეგმის” შემადგენელი ნაწილი – ეს გეგმა დაისახა ბაკურიანში და დაიწყეს მისი აღსრულება, თუმცა, ის წარუმატებლობისთვის არის განწირული. ბაკურიანის შეკრების მონაწილეებს ძალიან მარტივი გათვლა ჰქონდათ, რატომღაც ჰქონდათ მოლოდინი, რომ ორ ქვეყანას აუცილებლად მიენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი და საქართველოს – არა. ეს, საიდანღაც წინასწარ იცოდნენ. შემდეგ ამას უნდა მოჰყოლოდა აქციები, არეულობა, ამ გეგმის ბოლო წერტილი არის ომი. ეს გეგმა ძალაშია, თუმცა, ჩვენ არავის მივცემთ მისი აღსრულების საშუალებას”, – აღნიშნა კობახიძემ.

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით, 20 ივნისს თბილისსა და რეგიონებში აქცია, ლოზუნგით „შინ ევროპისკენ“ გაიმართა. მასში ასევე მონაწილეობდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები. აქციის მიზანი იყო საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერა. სამოქალაქო მოძრაობამ „სირცხვილია“ მომდევნო შეკრება 24 ივნისს დააანონსა. სწორედ ამ დღეს ცნობილი გახდება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

“სირცხვილიას” ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა გუშინდელ აქციაზე ახალი სახალხო მოძრაობა დაანანონსა, რომელიც 24 ივნისს შეკრებას გამართავს და ხელისუფლებას მოთხოვნებს წაუყენებს. მათი შეუსრულებლობის შემთხვავაში კი, დიღმელაშვილის თქმით, უნდა დაიწყოს მასობრივი, არაძალადობრივი დაუმორჩილებლობა.

მსგავსი სიახლეები